თეგებით ძიება

კარალიოკის სასარგებლო თვისებები

კარალიოკი თავის რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აწუხებთ.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ამ გემრიელი და სასარგებლო ხილის ყოველდღიურად მიღება. კარალიოკი სასარგებლოა საყრდენ მამოძრავებელი დაავადებების, ანემიის და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. კარალიოკის გამოყენება ანაზღაურებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში. ეს ხილი - შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ეხმარება შეშუპებებისგან განთავისუფლებას. დიარეის და ნაწლავების ინფექციების დროს კი ის უზრუნველყოფს მაღალ ბაქტერიციდულ ეფექტს.

კარალიოკი - ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობით, არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს.
კარალიოკი მდიდარია ვიტამინებით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და რკინით იგი თავის რაციონში უნდა ჩართონ მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვთ.

კარალიოკის მიღება ანაზღაურებს იოდის ნაკლებობას ორგანიზმში. ეს ხილი შესანიშნავი შარდმდენია, რომელიც ეხმარება შეშუპებისგან გათავისუფლებას.
ბევრი დიასახლისი იყენებს ასევე კარალიოკის ნიღაბს, რომელიც განსაკუთრებულად უხდება პრობლემურ კანს.

კარალიოკში ბევრია გლუკოზა და ფრუქტოზა. ბავშვები მას შაქრის დამატების გარეშე მიირთმევენ და მათი ორგანიზმი არ იტვირთება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც კარალიოკის მიღებას ექიმები უნიშნავენ ანემიისკენ მიდრეკილ ბავშვებს, მაგრამ თუ ზომას არ დავიცავთ, კარალიოკი სწყენს პატარასაც და დიდსაც.

კარალიოკს აქვს გამბერავი ეფექტი და მისი ნორმაზე მეტად მირთმევა არ შეიძლება.







თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა