კვერცხის ხშირი მოხმარება დიაბეტის რისკს ზრდის
ქათმის კვერცხის რეგულარული მოხმარება მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების შანსს ზრდის.
ჩინელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 84545 ადამიანის დიეტისა და ჯანმრთელობის მონაცემები, რომლებიც 1991 წლიდან 2009 წლამდე შეგროვდა და დაასკვნეს, რომ კვერცხის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება დიაბეტის რისკი გაზარდოს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც დღეში ერთ ან მეტ კვერცხს რეგულარულად მიირთმევდნენ, დიაბეტის განვითარების რისკი 60%-ით იზრდება. პროდუქტის საშუალოდ, 38 გრამის მიღება (ნახევარზე მეტი კვერცხი) მოზრდილებშიდიაბეტის განვითარების რისკს დაახლოებით 25% -ით ზრდის. ამასთან, ეფექტი ქალებში უფრო მკვეთრად გამოხატული იყო ვიდრე მამაკაცებში.
„დიეტა გვევლინება მე-2 ტიპის დიაბეტის გამომწვევ ცნობილ ფაქტორად, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიგოთ დიეტური ფაქტორების დიაპაზონი, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დიაბეტის მზარდ პრევალენტობაზე”, - ამბობს კვლევის ავტორი მინგ ლი.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 1991–2009 წლებში ჩინეთში კვერცხის საშუალო დღიური მოხმარება განუწყვეტლივ იზრდებოდა - 1991–1993 წლების 16 გრამიდან 2009 წლის 31 გრამამდე. ამ პერიოდში ევროპელი ადამიანი დღეში საშუალოდ, ადამიანი 33,65 გრამ კვერცხს მიირთმევდა, ამერიკელი - 28,43 გრამს, ხოლო აფრიკელი - 5,93 გრამს.