რას გვიამბობენ თქვენს სხეულზე არსებული ხალები - ყურადღება მიაქციეთ ამ 10 ადგილს
ხალები პატარა ლაქებია კანზე, რომლებიც მელანოციტების გროვისგან წარმოიქმნა. მელანოციტები წარმოადგენენ უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან კანის ფერს (პირგმენტს).
ზოგი ხალი ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება, თუმცა უმეტესობა ცხოვრების პირველი 30 წლის განმავლობაში ვითარდება.
ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს მუქკანიანებთან შედარებით, მეტი ხალი აქვთ, თუმცა ხალების გაჩენის ალბათობა გენეტიკაზეც არის დამოკიდებული. თუ მშობლებს სხეულზე ბევრი ხალი აქვთ, დიდი ალბათობით, შვილებსაც ბევრი ხალი ექნებათ. ხალების რაოდენობა ასევე დამოკიდებულია გარემო პირობებზეც, მაგალითად თუ დიდ დროს ატარებთ მზეზე პატარა ხალების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ხალებთან დაკავშირებით უამრავი ცრურწმენა არსებობს. ვიღაც ხალის გაჩენას აუცილებლად დაუკავშირებს კანის სერიოზული დაავადებების ადრეულ სიმპტომებს, ზოგი კი მათში სამყაროს მიერ დაშიფრულ შეტყობინებას ხედავს. მართლაც, ბევრს მიაჩნია, რომ ხალების განლაგებამ შეიძლება დიდწილად, ადამიანის ბედი განსაზღვროს.
ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ხალების განლაგების ადგილებს. გაოცდებით, თუ რამდენად ზუსტად შეიძლება ახასიათებდეს ეს პატარა ნიშანი თქვენს ხასიათს.
ხალი საფეთქელთან
ასეთი ხალი აქვთ მოგზაურობის მოყვარულ, გულღია ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წუთს ჩემოდანი ჩაალაგონ და წავიდნენ. სულ ერთია სად, უცხო ქვეყანაში სამუშაოდ თუ სამოგზაუროდ, მთავარია წავიდნენ.
ხალი ცხვირზე
ცხვირზე ხალი ნამდვილ კარიერისტებს აქვთ. ეს აშკარა ნიშანია, რომ სწორი მიმართულებით ვითარდებით, საინტერესო სამუშაოს, მაღალი ხელფასის და დაწინაურების დიდი შანსი გაქვთ.
ხალი წარბთან
ასეთი ხალი მოლი თქვენი ადაპტაციისა და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობებზე მეტყველებს. ეს საშუალებას გაძლევთ ლიდერის როლი მოირგოთ, რომელსაც ენდობიან.
ხალი ტუჩის ზემოთ
როგორც წესი, ასეთ ადამიანებს თვალისმომჭრელი გარეგნობა აქვთ, ხალი მხოლოდ ეფექტს აძლიერებს. ასეთი ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები და კომუნიკაბელურები არიან და ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში.
ხალი ლოყაზე
ამ ადამიანების მატერიალური კეთილდღეობა განგებამ უზრუნველყო. ისინი პოპულარულები არიან მეგობრებში, უდავო ლიდერები არიან გუნდში და საუკეთესო ცხოვრება მათი შინაგანი მოთხოვნილებაა. კიდევ ერთი თვისება: მათთვის მნიშვნელოვანია საკვების, საგნები და ყველაფრის ხარისხი რაც მათ გარშემოა.
ხალი ყურზე
პირველ რიგში, ასეთი ხალი წარმატების ნიშნად ითვლება. ძალიან გაგიმართლათ, რომ ასეთი ნიშნით დაიბადეთ, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის იღბლიანი იქნებით. ყურზე ხალი მეტყველებს სწრაფ აზროვნებაზე და ინტელექტის მაღალ დონეზე. ამგვარ მოლებს ასევე შეუძლია მიუთითოს მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი და აზროვნების მაღალი სიჩქარე.
ხალი ნიკაპზე
ასეთი ხალი ძალაუფლებისა და თავისუფლების მოყვარე დამოუკიდებელ ადამიანს აქვს. ისინი ყველა სფეროში ლიდერის პოზიციაში გვევლინებიან - იქნება ეს კარიერა, ოჯახი თუ მეგობრული კომპანია.
ხალი ხელისგულზე
ამბობენ, ხელის გულის ქავილი ფულის შემოსავალს მოასწავებს. ასეთი ხალი მფლობელებსაც ფინანსური სუპერშესაძლებლობები აქვთ. ისინი კარგად ერკვევიან ეკონომიკაში, არასდროს კოტრდებიან და სტაბილურობა ყველაფერს ურჩევნიათ.
ხალი ფეხზე
ასეთი ადამიანები ხშირად პოპულარულები ხდებიან. ისინი თავადაც ყველაფერი ახალის მიმართ გახსნილები არიან და ახერხებენ, რომ ავანტიურებში სხვებიც ჩაითრიონ.
ხალი ზურგზე
ზურგზე ხალის მფლობელები, როგორც მსუბუქი და ქარიზმატული ადამიანები არიან. ისინი ადვილად ამყარებენ კონტაქტს და თანხმდებიან გარიგებაზე, მაგრამ ზოგჯერ ძალიან დიდ ენთუზიაზმს და შრომისმოყვარეობასაც ავლენენ.