თეგებით ძიება

კარდიოლოგები თავის პაციენტებს ძაღლის შეძენას ურჩევენ

ჩეხი მეცნიერების რჩევით, თუ ადამიანს დიაგნოსტირებული აქვს გულსისხძარღვთა სისტემის დაავადება, მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ძაღლი. დადგენილია, რომ ამ შემთხვევაში წესრიგდება სისხლში შაქრის დონე, ქვეითდება გულის, სისხლძარღვების დაავადებების განვითარების ალბათობა, ასევე მცირდება სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობის დარღვევით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი.

ძაღლის პატრონები ცხოვრების უფრო აქტიურ წესს მისდევენ, ცდილობენ სწორი კვების რეჟიმის დაცვასაც. გარდა ამისა, ძაღლი სოციალური იზოლაციის ალბათობას ამცირებს, რადგანაც მასთან ერთად სეირნობისას, ხშირად ურთიერთობ ადამიანებთან და იუმჯობესებ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.


დამტკიცებულია, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომელთაც ჰყავთ ძაღლი, უკეთ უმკლავდებიან ამ მოშლილობას, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში.

ძაღლი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელ ადამიანებზეც. გარდა აქტივობის ოპტიმალური დონის შენარჩუნებისა (ძაღლის რეგულარულად გასეირნებაა საჭირო), ძაღლი ხელს უწყობს სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა