როგორ მოვამზადოთ ვიტამინის ნაკრები იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის
ზამთრის სეზონზე იმუნიტეტის გასაძლიერებლად, თერაპევტები გვირჩევენ ყოველდღიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი ვიტამინის ნაკრები, რომელიც სხეულს ვირუსებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ასეთი ვიტამინის ნაკრები ნამდვილი ხსნაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსული დაავადებები ხშირად აწუხებს.
ვიტამინების ნაკრების სახლში დამზადებისთვის უამრავი რეცეპტი არსებობს. ჩვენ მათ შორის საუკეთესო მიქსების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. მათი გამოყენება საშუალებას მოგცემთ სეზონურ ვირუსულ დაავადებებს გაუმკლავდეთ და გაციების სიმპტომები თავიდან აიცილოთ.
თხილი, თაფლი და ჩირი
ჩირი დიდი რაოდენობით სასარგებლო ელემენტებს შეიცავს, რაც შესაძლებელს ხდის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შევსებას. ვიტამინების ნაკრების დასამზადებლად დაგჭირდებათ:
100 გრ გარგარი ჩირი (კურაგა)
35 გრ ქიშმიში,
50 გრ ფინიკი და ქლიავი,
150 გრ მსხლის ჩირი,
40 გრ ლიმონი და 150 გრ ვაშლის ჩირი,
100 გრ ნიგოზი.
მომზადების პროცესი:
1
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მოათავსეთ ემალის ქვაბში და მდუღარე წყალი დაასხით ისე, რომ სითხემ ინგრედიენტები დაფაროს. ქვაბი ცეცხლზე დადგით და 8-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.
2
წყალი გადაწურეთ და ჩირი ტილოს ხელსახოცზე დაალაგეთ, რომ სითხისგან დაიცალოს.
3
ხილი ხორცის მანქანაში გაატარეთ ან ჩოფერის დახმარებით დააქუცმაცეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. შემდეგ მცირე რაოდენობით თაფლი შეურიეთ და კონტეინერში გადაიტანეთ.
4
ვიტამინების ნაკრები ქილაში გადაიტანეთ, სახურავი მჭიდროდ დაახურეთ და გრილ ადგილზე შეინახეთ. თითო სუფრის კოვზი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე ჭამის წინ.
ვიტამინების ნაკრები ეფექტურად ებრძვის გაციებას, გრიპს, ყაბზობას, ანემიას, გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს და ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას ეხმარება.
ბოსტნეულის ნაკრები ლიმნით და ბროწეულით
სამკურნალო ნაკრების მოსამზადებლად საჭიროა:
ჭარხალი (1200 გრ);
ახალი სტაფილო (1100 გ);
400 გრ ლიმონი;
800 გრ ბროწეული;
800 მლ თაფლი.
მომზადების პროცესი:
1
ლიმონი და ბროწეული გაწურეთ
2
წვენი და თაფლი ერთმანეთში აურიეთ
3
მიღებული კოქტეილის მიღება რეკომენდებულია დილით, გაღვიძების შემდეგ და ძილის წინ. 1.5 ჩაის კოვზი სამკურნალო ნაკრების შემადგენლობა ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას, ჰემოგლობინის ამაღლებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ალოე კაკალითა და თაფლით
ეფექტურად ებრძვის ანთებას და ბაქტერიებს
მოსამზადებლად საჭიროა:
120 მლ ალოეს წვენი;
100 მლ ლიმონის წვენი;
280 მლ თაფლი;
400 გრ ნიგოზი;
ორიოდე დაჭრილი ფორთოხალი.
მომზადების პროცესი:
1
ინგრედიენტები ბლენდერში დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.
2
სამკურნალო ნაკრები მიიღეთ დღეში ერთხელ, ჭამის წინ. ის დაგეხმარებათ მოკლე დროში შეავსოთ ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა.
ბოსტნეულის წვენი კაჰორსთან ერთად
შეურიეთ თანაბარი პროპორციით ჭარხლის, სტაფილოს და ლიმონის წვენი კაჰორს, თხევად თაფლს და 1 ნივრის თავის წვენს. ექსპერტები გვირჩევენ სამკურნალო შემადგენლობის მიღება ყოველდღიურად ძილის წინ, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ იმუნური სისტემის გაძლიერებას, განკურნოთ urolithiasis, ყაბზობა და ანემია.
ბოსტნეულის წვენი კაგორით (სადესერტო წითელი ღვინო)
თანაბარი რაოდენობის ჭარხლის, სტაფილოსა და ლიმონის წვენი, კაგორი, თაფლი და 1თავი ნიორის წვენი ერთმანეთში აურიეთ. თითო კოვზი სამკურნალო ნაკრები ყოველ დღე, ძილის წინ მიიღეთ. ეს დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ყაბზობასა და ანემიასთან გამკლავებაში.
თაფლი თხილითა და წიწიბურათი
დაფქული წიწიბურა (დაახლოებით 800 გრ) აურიეთ 1000 გრ გატარებულ ნიგოზთან. მიღებულ მასას დაუმატეთ 600 მლ თაფლი. 2 ს.კ. სამკურნალო ნაკრები მიიღეთ ყოველი ჭამის წინ. ეს დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში, ორგანიზმში რკინის, კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის და ფოსფორის დეფიციტის შევსებაში.