ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 161-ს შეადგენს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.