თეგებით ძიება

ასლან ვაშაყმაძის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ, ჩვენთან - ვარშალომიძე

მისი განცხადების მერე, ასლან ვაშაყმაძის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ, ჩვენთან, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე.

ვარშალომიძე ასლან ვაშაყმაძის მიერ პოლიციელების მიმართ ძალადობის შემცველი ვიდეოს გავრცელებას მიუღებელს უწოდებს.

„ეს ადამიანი არის ოქრუაშვილის პარტიის წევრი, გააკეთა მიუღებელი განცხადება. ჩვენ, მთელი ოპოზიციური ერთობა გავემიჯნეთ ამ განცხადებას. ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ჩვენი აქციები არის მშვიდობიანი და ასეც გაგრძელდება, ამ განცხადების შემდეგ კი, ამ კაცის ადგილი აღარ იქნება არც აქციებზე და არც საერთოდ, ჩვენთან“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა