თეგებით ძიება

როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსთან დაკავშირებულ შიშს და შფოთვას?- ფსიქოლოგის რჩევა

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყნები კარანტინის რეჟიმზე არიან. ადამიანების წარმოსახვაში რეალობაზე უარესი სურათი იხატება, ისინი ყველაზე ცუდის მოლოდინში არიან. ფსიქოლოგებმა ისაუბრეს როგორ შეიძლება ეპიდემიის დროს სტრესსა და შფოთვასთან გამკლავება.

გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ
პანდემია ყველა ადამიანის ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას ახდენს: ახლობლებზე დარდი, სოციალური იზოლაცია, დისბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის და ინფექციის შესახებ არასაკმარისი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ადამიანებში სტრესსა და შფოთვას იწვევს. მათ ეჩვენებათ, რომ ისინი მარტო დარჩნენ დიდი საფრთხის წინაშე. „გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ", - გვირჩევს ფსიქიატრი რიჩა ბათია.

შეამცირეთ მედიაზე დამოკიდებულება
ინფორმირებულობასა და ინფორმაციულ სტრესს შორის ფაქიზი ზღვარია. სტიქიური უბედურებების და ტერორისტული თავდასხმების დროს, მედიის გავლენა ადამიანებზე იზრდება. ისინი ინფორმაციის ნაკადში „იძირებიან“ და იტანჯებიან, თუნდაც თავად ვითარება მათ არ ეხებოდეს. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია სოციალურ ქსელებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს ზოგჯერ დავისვენოთ საინფორმაციო ტელეარხებიდან და სოციალური ქსელებიდან.
„შეამცირეთ მედიაზე თქვენი დამოკიდებულება“ - გვირჩევს ფსიქიატრი ჯოშუა მორგანშტეინს.

შეცვალეთ ცხოვრების განრიგი
ეპიდემიამ შეიძლება თქვენი ჩვეული განრიგი დაარღვიოს, შეზღუდოს გადაადგილება და სახლიდან მუშაობა გაიძულოთ. იმისთვის, რომ ეს ზედმეტად სტრესული არ გახდეს, თქვენ უნდა შექმნათ ახალი განრიგი და გამოიმუშავოთ ახალი ჩვევები. მაგალითად, ივარჯიშოთ მაშინაც კი, თუ სახლში, იზოლირებულები ხართ. ერიდეთ კოფეინს და ალკოჰოლს და მიირთვით ჯანსაღი საკვები. ახალ განრიგზე გადასვლას დამამშვიდებელი ეფექტი ექნება.
”თუკი შაბათ-კვირას ისედაც სახლში, წიგნის კითხვით ან სატელევიზიო სერიალის ყურებით ერთობოდით, გააგრძელეთ ამის გაკეთება ახალი დეტალების დამატებით - გვირჩევს რიჩა ბათია.

დაეხმარეთ სხვებს
როდესაც ეპიდემიის გამო თქვენი ცხოვრება კონტროლს აღარ ექვემდებარება, ახლობლებზე, მეგობრებზე და მეზობლებზე ზრუნვამ შეიძლება თქვენივე ფსიქიკური ჯანმრთელობა გააუმჯობესოს. თუ პირდაპირი კონტაქტით დახმარებას ვერ ახერხებთ, მხარდაჭერა დისტანციურად გამოხატეთ. იზოლაციის დროს მნიშვნელოვანია ყველაფერი გააკეთოთ, რომ დარჩეთ კავშირზე დარჩეთ. „როდესაც ჩვენ სხვებს ვეხმარებით, ეს მიზნის განცდას გვაძლევს ” - განმარტა მორგანშტეინმა.

სცადეთ მედიტაცია
იმის გაცნობიერება, რომ არ ვიცით, მომავალში რა გველის, ადამიანებში შფოთის გამომწვევი მთავარი ფაქტორია. ბნელი ფიქრებისგან გათავისუფლებისთვის, ეცადეთ ყურადღება გაამახვილეთ აწმყოზე გაამახვილოთ. ამის შესანიშნავი გზაა მედიტაცია ან სხვა მსგავსი სავარჯიშოები - გვირჩევს რიჩა ბათია. მედიტაცია გეხმარებათ შეამჩნიოთ, რა ხდება თქვენს გრძნობებში ახლა, სწორედ ამ მომენტში.

შეეცადეთ იპოვოთ საუბრის სხვა თემები
როდესაც საყვარელ ადამიანებს ესაუბრებით, ისინი თქვენგან მხარდაჭერას ელიან და არა კორონავირუსის ეპიდემიის განხილვით სტრესის გაზრდას.
”ეცადეთ მეგობრებთან სხვა თემებზე ისაუბროთ, მაგალითად, პოპ-კულტურაზე, ნაცვლად იმისა, რომ შიშები გაცვალოთ და ერთმანეთის შფოთვა გაზარდოთ” - გვირჩევს მორგანშტეინი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა