თეგებით ძიება

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტები ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ზურაბიშვილი არიან

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყება მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გამოკითხვითაც უნდა დაინტერესდეს.
"ღარიბაშვილი, ივანიშვილი და ზურაბიშვილი საქმის ფიგურანტები არიან. ის, რომ ბრალდების მხარე ცალმხივად ცდილობს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკითხვას, მინიშნებს პროკურატურის სურვილზე, პოლიტიკური მოტივით წაიყვანოს საქმე", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე დღეს პროკურატურაში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი დაიკითხა.

გელა ბეჟუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში 2004-2005 წლებში იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი 2005-2008 წლებში იკავებდა.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა