თეგებით ძიება
01. 12. 2020 COVID - 19

აკაკი ზოიძე 19 წლის გოგოს დაღუპვაზე - “უნდა ჩატარდეს კლინიკური აუდიტი და გაირკვეს, სად იყო ჩავარდნა”

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე 19 წლის გოგოს კორონავირუსით დაღუპვას ეხმაურება და აცხადებს, რომ შემთხვევა კლინიკურმა აუდიტმა უნდა შეისწავლოს.

„ეს შემთხვევა უნდა გაირჩეს პროფესიონალების მიერ. უნდა ჩატარდეს ე.წ. კლინიკური აუდიტი და გაირკვეს, სად იყო ჩავარდნა, იყო ეს პირველადი ჯანდაცვის სისტემის, სასწრაფოს თუ ჰოსპიტალის რგოლის ხარვეზი, რამაც საბოლოო ჯამში, ამ შედეგამდე მიგვიყვანა. კლინიკურმა ჯგუფმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, უნდა შერბილდეს კიდევაც სტაციონარიზაციის კრიტერიუმები, იმისთვის, რომ ადამიანები კლინიკაში მოხვდნენ. ასეთი ოპტიმალური ვარიანტი სწორედ პროფესიონალებმა უნდა შეიმუშავონ.”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა