თეგებით ძიება

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
რომელიღაც პრობლემის მოგვარებაზე ძალიან ნერვიულობთ, მაგრამ წუხილი უსაფუძვლო აღმოჩნდება. ყველაფერი ისეა, როგორც გსურთ, ამიტომ თქვენს ცხოვრებაში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს. თავისუფალ დროს ახლობელ ადამიანთან ერთად გაატარებთ და დაუვიწყარი მომენტებით დატკბებით. ეცადეთ თქვენი მისამართით ნათქვამი კრიტიკული შენიშვნები მშვიდად მიიღოთ და შურიანი ადამიანების სიტყვებს ყურადღება არ მიაქციოთ. დღის პირველ ნახევარში საყვარელი ადამიანის თქვენს მიმართ დამოკიდებულებაში სასიამოვნო ცვლილებებს შენიშნავთ, რაც ძალიან გაგახარებთ.

კურო
თქვენს ახლობელ ადამიანს შეიძლება რჩევა დასჭირდეს. მისი საბრძოლო სულისკვეთების ამაღების მიზნით, სიტუაციას სწრაფად მოაგვარებთ. თქვენი შესანიშნავი განწყობა ადამიანებზე სასიამოვნო გავლენას მოახდენს და დამსახურებულ ქებას მიიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენთან ახლოს ყოფნა სურთ. როგორც ყოველთვის, დღესაც ყველას დახმარებას ცდილობთ, მაგრამ სრულყოფილი არავინაა და შეცდომები თქვენც მოგდით. ზოგადად, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ არ უნდა იჩქაროთ.

ტყუპები
ოპტიმისტურად ხართ განწყობილი პროექტის მიმართ, რომელზეც ბოლო დროს მუშაობდთ. როგორც ჩანს, მისი წარმატებით დასრულება უკვე ძალიან ახლოსაა. ეს თქვენი კეთილდღეობისთვის კარგი ბიძგი იქნება. ტყუპები ყოველთვის ძალიან მოუცლელები არიან და ოჯახის წევრებს მათი ყურადღება აკლიათ. ეცადეთ ეს შეცდომა გამოასწოროთ, რადგან ისინი თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

კირჩხიბი
ეს დღე საინტერესო მოულოდნელობებით სავსეა. თქვენ მიიღებთ სიახლეებს ძალიან ძვირფასი ადამიანისგან, რომელთანაც დიდი ხანია არ გისაუბრიათ და ეს სიხარულს მოგანიჭებთ. მორცხვობა ხელს გიშლით ნებისმიერ საუბარს, ნაცნობ ადამიანთან იქნება ის თუ უცნობთან. ეცადეთ ამისგან გათავისუფლდეთ.
მოსალოდნელია ახალი ადამიანების გაცნობა, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის იქნება.

ლომი
მეგობრებო და ახლობელი ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ, რომ გათავისუფლდეთ პესიმიზმისგან, რომელიც ბოლო დროს დაგეუფლათ. ნუ იჯიუტებთ. ეს ხალისით სავსე, ფერადი დღეა, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. თქვენ ზედმეტად დამოკიდებული ხართ პარტნიორზე, რაც ზიანს აყენებს თქვენს ურთიერთობას. ამაზე იფიქრეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა სიამაყემ დღეს შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს და ეცადეთ ეს თავიდან აიცილოთ. ნუ გადაიღლებით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ქალწული
შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ - ბოლოს და ბოლოს მიიღებთ პასუხებს, რომლებსაც დიდი ხანია, ელით. ქალწულებს ყველაზე მეტად მარტოობაზე ფიქრი აშინებთ. მთელ დღეს ცდილობთ, რომ ყურადღება მიიქციოთ, რაც ბოლოს და ბოლოს გამოგივათ. ახალი ნაცნობები შეიძლება ლამაზი სიყვარულის ამბად იქცეს.
დღეს ოჯახი პირველ ადგილზეა, ამიტომ ეცადეთ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ გულწრფელი ურთიერთობების დამყარებისთვის.

სასწორი
ხელსაყრელი დღეა სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენისთვის. ამ მომენტს დიდხანს ელოდით. მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიული თვალსაზრისით, თუ ყურადღებას უფრო მომგებიან შეთავაზებებზე გაამახვილებთ და მათი განხილვა არ შეგეშინდებათ. იუმორი, რომელსაც ვერ აკონტროლებთ, ზოგჯერ ყველას არ მოსწონს, ამიტომ დღეს ნაკლები სარკაზმი უნდა გამოავლინოთ. თუ მზად არ ხართ ვინმესთან სერიოზული საუბრისთვის, უმჯობესია, საუბარი არ დაიწყოთ.

მორიელი
გრძნობთ დისკუსიის საჭიროებას, რომელიც მოსალოდნელ პასუხებამდე მიგიყვანთ. ენერგიას სწორი მიმართულებას მისცემთ და ეცდებით გარკვეთ საკითხებში, რომლებიც არ გესმოდათ ან საკმარისი ყურადღება არ მიაქციეთ. თქვენმა ორაზროვანმა ღიმილმა შეიძლება ვიღაცას შთაბეჭდილება შეუქმნას, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და ორმაგ თამაშში დაგადანაშაულოთ. დილას, სანამ სახლიდან გამოხვალთ, მოუსმინეთ თქვენი რჩეულის სიტყვებს.ასეთავიდან აიცილებთ ჩხუბს.

მშვილდოსანი
თავს მხნედ და ენერგიით სავსედ გრძნობთ, რაც თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებსაც ახარებს. მორიელმა კარგად იცის, როგორ აარიდოს პრობლემებს თავი. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურსა და პირად ურთიერთობებში პრობემები გელით. საღამოს ყველაფერი ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, სპორტი წონასწორობის აღდგენაშიდაგეხმარებათ , მაშინაც კი, თუ არ მოგწონთ.

თხის რქა
გირჩევთ სპორტს მეტი ყურადღება მიაქციოთ და უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროთ. თავისუფალი დრო შეგიძლიათ ბუნებაში გაატაროთ. სუფთა ჰაერით დატკბით და მეტი იმოძრავეთ. ახლობელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაგაოცებთ, მაგრამ გულგრილობა, რომლის დემონსტრაციასაც მუდმივად ახდენთ, სასურველ შედეგამდე არ მიგიყვანთ. ამაზე უნდა იფიქროთ. რაც შეეხება სიყვარულს, ამ მხრივ, დღეს ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი ხართ.

მერწყული
ტყუილად ნერვიულობთ ჯანმრთელობაზე. უბრალოდ, უფრო მეტი დასვენებაა საჭიროა. ისარგებლოთ შემთხვევით და ეცადეთ საყვარელი საქმით დაკავდეთ, რაც მოდუნებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა გაქვთ, ზოგჯერ ყველაფერი უნდა დაივიწყოთ, რომ სრულფასოვანი დასვენება შეძლოთ. გრძნობთ, რომ ვიღაცას უნდა გაუზიაროთ ის, რაც დიდი ხანია გაწუხებთ. თავს ნუ შეიკავებთ.

თევზები
ყველა რესურსი გაქვთ თავგადასავლებით სავსე დღის გასატარებლად. თუ თავისუფალი დრო გამონახეთ, შეგიძლიათ დასვენებას დაუთმოთ. ამ დღეს განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ და უზღვავი ენერგია დაგეხმარებათ დატკბეთ ყველა შესაძლებლობით. ეცადეთ საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. ეს თქვენს ურთიერთობაზე საუკეთესოდ აისახება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა