4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
გრძნობთ, რომ ცვლილებების დრო დადგა და მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ, რაც საჭიროა. ნუ გეშინიათ, შედეგი სწორედ ისეთი იქნება, როგორსაც ელით.
ადამიანებს თქვენი მბრძანებლობა არ მოსწონთ. თქვენს გარშემო ყველამ იცის, რომ სინამდვილეში, ვერძს განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. ისარგებლეთ შესაძლებლობით და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაისეირნეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ წაიყვანოთ ოჯახის წევრი, რომელიც რატომღაც გაანაწყენეთ.
კურო
ბოლოს და ბოლოს შეძლებთ, რომ გაარკვიოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც პრობლემები გქონდეთ. ამ დღეს ყველა სირთულე აღმოიფხვრება. კუროს საბედნიეროდ, გარშემორტყმულია მხოლოდ კარგი ადამიანებით, რომლებიც მასთან ურთიერთობას უფრთხილდებიან, ამიტომ თავს ყურადღების ცენტრში იგრძნობთ. გამორიცხული არ არის გარკვეული კონფლიქტები, მაგრამ თქვენი რაციონალური აზროვნებისა და ვარსკვლავების მხარდაჭერის წყალობით ყველაფერი დალაგდება.
ტყუპები
თქვენი პოზიცია რადიკალურად განსხვავდება გარშემომყოფთა აზრისგან, მაგრამ კარგი იქნება ზოგი წინადადებება მაინც მიიღოთ. ეს ისევ თქვენთვის იქნება სასარგებლო. ტყუპები მაქსიმალურად ცდილობს პრობლემები თავიდან აიცილოს, მაგრამ ავიწყდება, რომ პრობლემების უგულებელყოფა მათ გადაჭრას არ ნიშნავს.
დღის პირველ ნახევარში ცხოვრების თანამგზავრისგან სიურპრიზი გელით. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ უფრო ჯანსაღ მენიუზე გადასვლით ყველაფერი მოგვარდება.
კირჩხიბი
თუ ვინმემ შეხვედრა, გასეირნება ან მცირე მოგზაურობა შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით. ჩვეულებრივ მორცხვი კირჩხიბი დღეს უჩვეულოდ მეგობრულია.
შესაძლოა, დღის განმავლობაში უფროსის შექება დაიმსახუროთ - მოსალოდნელია ხელფასის ზრდა. თუ მუშაობას იგივე შემართებით გააგრძელებთ, თქვენი ყველა იმედი გამართლდება.
ლომი
მიეცით საკუთარ თავს მეტი დრო დასვენებისთვის, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რადგან დაღლილობა ხელს გიშლით ცხოვრებით დატკბეთ. მზად იყავით ახალი და ლამაზი გამოცდილების მისაღებად. ლომისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ფინანსური მხარეა. დღეს თქვენი იმედები გამართლდება და მოულოდნელად თანხას მიიღებთ. ეს დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საქმიანობით, მაგრამ ისინი დაღლილობის ნაცვლად, სიამოვნებას მოგიტანენ.
ქალწული
ახლობელ ადამიანებთან რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო საუბარი გექნებათ. იქნებ ამ კავშირების დასრულებაზე იფიქროთ, თუ მათ თქვენთვის სიმშვიდე არ მოაქვთ? საყვარელი ადამიანისგან კომპლიმენტები და სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ასევე, დღეს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც შესაძლოა, თქვენს უახლოეს მომავალზე იმოქმედონ.
სასწორი
თუ არაფერი შეიცვალა, ამ დღეს ექსკურსია და ულამაზესი ადგილების მონახულება გელით. ჩაალაგეთ ჩემოდანი და დაუვიწყარი გასეირნებისთვის მოემზადეთ, მაგრამ გახსოვდეთ სიფრთხილის ზომები. დღის პირველ ნახევარში სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს პარტნიორთან ურთიერთსაწინააღმდეგო დისკუსიები ექნებათ, თუმცა საღამოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლებელია, კუპიდონის ისარი გულში მოგხვდეთ და თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდეს.
მორიელი
მოიცილეთ ყველაფერი, რაც დისკომფორტს გიქმნით და მეტი იფიქრეთ საკუთარ საჭიროებებზე. თავს შესანიშნავად იგრძნობთ, თუ საკუთარ თავს პირველ ადგილზე დააყენებთ. თქვენი გონება სავსეა იდეებით, რომლებიც შემოსავლის გაზრდის გზებს ეხება. ფრთხილად იყავით, რადგან ჯერ გაურკვეველია, სად და როდის შეიძლება იღბალმა გაგიღიმოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც თქვენი ბევრი გეგმის განხორციელებას უკავშირდება. ეცადეთ ყურადღებით იყოთ და შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, მშვილდოსნის ბედნიერებას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. ეს თვისება დღეს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს გამოადგებათ. შეიძლება მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აღმოჩნდეთ, მაგრამ იმედგცრუებული დარჩებით. ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობის პრობლემებს და დროულად მიმართეთ სპეციალისტს.
თხის რქა
მოულოდნელი სიურპრიზების დღეა. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში კარგი ვარიანტები შემოგთავაზონ. კარგი სიახლე ისაა, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც თქვენ გსურთ. უსიამოვნო სიტუაცია სანერვიულოს გაგიჩენთ, მაგრამ ამასაც სწრაფად და ღირსეულად მოაგვარებთ. ისეთი განცდა გაქვთ, რომ რაღაც მოხდება, მაგრამ ამჯერად ინტუიცია გღალატობთ. ყველაფერი კარგად იქნება.
მერწყული
ადამიანები, რომლებთანაც დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ ურთიერთობა, შეიძლება კვლავ გამოჩნდნენ. შესაძლებლობა გექნებათ ყველა გაურკვეველ საკითხს ნათელიმოფინოთ და ერთად ლამაზი წუთებიც გაატაროთ. მერწყულს ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის ყოველთვის აქვს სარეზერვო გეგმა, რომელიც დღეს შეიძლება საჭირო გახდეს. მთელი დღის განმავლობაში ახლობლების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების პრობლემებზე ზრუნვა მოგიწევთ, მაგრამ საკუთარი ინტერესებიც არ უნდა დაივიწყოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დაწყებისთვის, რომლებზეც დიდი ხანია, მუშაობთ. ეცადეთ ეს დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ. კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ. თქვენი პუნქტუალურობა დღეს სამსახურში უამრავ სარგებელს, პრემიებს და ხელფასის ზრდის პერსპექტივას მოგიტანთ.