ალკოჰოლი, სექსი, ნარკოტიკები - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მიდრეკილია მავნე ჩვევებისკენ
ჩვენ სრულყოფილები არ ვართ, მაგრამ ზოგი მავნე ჩვევებს სხვებზე ადვილად ითვისებს, ზოგი ნაკლებად. ზოგს კოფეინზე უარის თქმა უჭირს, ზოგს ნიკოტინზე, ვიღაც ხორციელ სიამოვნებებზე დამოკიდებულია, ვიღაცას კი ალკოჰოლის გარეშე არ შეუძლია.
მავნე ჩვევების ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება, თუმცა უმჯობესია, იმ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ გიამბოთ, რომლებიც მავნე ჩვევებისკენ სხვებზე მეტად მიდრეკილები არიან.
1. ვერძი
ვერძი აზარტისთვის ცხოვრობს, იქნება ეს ურთიერთობებში დრამის მღელვარება, ექსტრემალური სპორტი თუ რისკისკენ ლტოლვა. ვერძს თუ ჰკითხავთ, ცხოვრებაში რა აწუხებს ყველაზე მეტად, ის გიპასუხებთ, რომ საქმე მეტისმეტად ნელა მიდის. სწორედ ამიტომ ვერძი დამოკიდებულია სისწრაფეზე და დინამიურობაზე. სპორტი, ნარკოტიკები, სექსი, ფული - ეს ყველაფერი შეიძლება მათთვის მანია გახდეს.
2. მორიელი
მიუხედავად იმისა, რომ მორიელი ნებისყოფით და ძლიერი ხასიათით გამოირჩევა, მისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მათ შორის ალკოჰოლისა და კოფეინის მიღებაც კი არასასურველია. მათი მიღებისას მორიელის ყველა ძლიერი თვისება მყისიერად იშლება. ის უკონტროლო ხდება და საკუთარ მოქმედებას ვერ აკონტროლებს. გარდა ამისა, მორიელმა არაფერში იცის ზომიერება, რაც უდიდესი პრობლემაა როგორც მისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. ყველაფერთან ერთად, მორიელებს სექსზე უზარმაზარი მოთხოვნილება აქვთ. სექსი მათი კიდევ ერთი დამოკიდებულებაა.
3. თხის რქა
თხის რქებს იმდენად მოსწონთ ალკოჰოლი, რომ ბევრ მათგანში დამოკიდებულება ყალიბდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ეძებენ ნებისმიერ მიზეზს დასალევად. ალკოჰოლი თხის რქებისთვის ძლიერი დამოკიდებულებაა.
4. ტყუპები
ტყუპებისთვის ნარკომანია კიდევ ერთი გასართობია. მათი დამოკიდებულება სიამოვნებაში, გემრიელ საკვებსა ან ცნობიერების შეცვლაში მდგომარეობს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ტყუპები ურთიერთობისთვის გახსნილები და ენერგიულები არიან და ხშირად დამოკიდებულება უყალიბდებათ. სიამოვნება მათთვის ყველაფერს ნიშნავს და სიამოვნებისთვის ყველაფერზე მზად არიან.
5. თევზი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მათ სიაში შედიან, ვისაც დალევისთვის კომპანია არ სჭირდება. თევზებისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების აზრი. ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებულების მიზეზი მათი შინაგანი პრობლემებია, რადგან თევზები ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე და ემპათიური ნიშანია.
ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნეგატიურ ენერგიას საკუთარ თავში აგროვებენ და შემდეგ მასთან გამკლავება უჭირთ. ისინი ხშირად ეძებენ რეალობისგან გასაქცევ ადგილს და ყველაზე ხშირად მათი ფსიქოლოგიური ფარი ალკოჰოლის ბოთლია.