თეგებით ძიება

პოტენციის ამაღლება აბების გარეშე - რამდენიმე რჩევა ძლიერი სქესისთვის

გავრცელებულია აზრი, რომ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ზრდასრულ და ასაკოვან მამაკაცებს აწუხებთ, თუმცა ეს ასე არ არის.

სქესობრივი კავშირის დამყარებასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შეექმნას სტრესის პირობებში, გადაღლილობის ან არასწორი კვებისგან. მაგრამ არ ღირს ზედმეტი ნერვიულობა, რადგან არსებობს პოტენციის გასაუმჯობესებელი მრავალი მეთოდი.

1. ჯანმრთელი ერექციისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა. შესაბამისად, გულის ვარჯიში პოტენციის ამაღლების შესანიშნავი მეთოდია. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რაც კარგია გულისთვის, შესანიშნავია პოტენციისთვის, ამიტომ ყოველდღიურად გამონახეთ თუნდაც 30-40 წუთი გულის ვარჯიშებისთვის. ირბინეთ, იცურეთ, ითამაშეთ ტენისი ან ორი სამი გაჩერება ფეხით გაიარეთ.

2. დაიმახსოვრეთ, სტრესი ერექციის მთავარი მტერია. ის ზიანს აყენებს სექსუალურ სურვილებს და აქვეითებს შრომისუნარიანობას. განერვიულებული და სტრესის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი კი ინტიმური ურთიერთობისთვის ნაკლებად განწყობილია. პოტენციის ამაღლებისთვის ეძებეთ ნეგატიური ფსიქოლოგიური დატვირთვებიდან გამოსავალი. გაითვალისწინეთ, რომ იოგა, ფსიქოთერაპია და საყვარელ ადამიანთან საუბარი სტრესის მოსახსნის შესანიშნავი საშუალებებია.

3. გაითვალისწინეთ, რომ ნიკოტინისა და ალკოჰოლის საშუალებით ნერვების დაწყნარებას სისხლძარღვების სპაზმი მოსდევს და შეგიძლიათ ნორმალურ ერექციას დაემშვიდობოთ. ნიკოტინისგან განსხვავებით, ალკოჰოლის ზომიერმა მოხმარებამ შეიძლება პოტენცია გაგიუმჯობესოთ კიდეც. მაგალითად, კვირაში 3-4-ჯერ თითო ჭიქა წითელი ღვინო მშვენიერი საშუალებაა მამაკაცის სასქესო სისტემის ჯანმრთელობისთვის. ეს ფლავონოიდ ანტიოქსიდანტების დამსახურებაა, რომლებიც სისხლძარღვების კედლებს ამაგრებენ და გულის კუნთების მუშაობაზე სასიკეთო ზეგავლენას ახდენენ.

4. ზოგიერთ ხილს და ბოსტნეულს პოტენციის ამაღლების ჯადოსნური თვისებები გააჩნია. ისინი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და გულის მუშაობას. ამერიკელი მედიკოსები სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის გირჩევენ მეტი ხახვი და ნიორი მიირთვათ. ბანანი კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით აწესრიგებს სისხლის წნევას და ლიბიდოს ამაღლებს. მიირთვით მწარე წიწაკა. ბანანის მსგავსად, ისიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ებრძვის ჰიპერტონიას.

5. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვად მოიპოვება ორაგულში, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთში აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას.
ვიტამინი B1 აუმჯობესებს ნერვული სიგნალების მიწოდებას ტვინიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილების, მათ შორის პენისის მიმართულებით. განსაკუთრებით ბევრი ერექტილური“ ვიტამინი მოიპოვება ღორის ხორცში, არაქისსა და ლობიოში. B ჯგუფის ვიტამიენბის მთელი სპექტრი შეიძლება აღმოაჩინოთ ქათმის მოხარშულ კვერცხში. B კომპლექსი ეფექტურად აბალანსებს ჰორმონების დონეს, ამცირებს სტრესის ნეგატიურ გავლენას და ერექციას უფრო ხანგრძლივს ხდის.

6. ტეხასის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მკვლევარებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს: მამაკაცები, რომლებიც ყოველდღიურად 2-3 ფინჯან ყავას მიირთემევენ იშვიათად უჩივიან ერექციულ დისფუნქციას იმათგან განსხვავებით, ვისაც კოფეინის მიღება არ უყვარს.
კვლევებმა დაადასტურა, რომ კოფეინი სქესობრივ ფუნქციაზე ვიაგრის მსგავსად მოქმედებს: აფართოვებს სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, რაც ძლიერი ერექციის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ.

7. ჩაბნელებულ ან სუსტ განათებულ ოთახში ორგანიზმი მელატონინის გამომუშავებას იწყებს. ეს ჰორმონი დამშვიდებასა და დაძინებაში გვეხმარება, მაგრამ ასევე დამამშვიებლად მოქმედებს მამაკაცურ ლიბიდოზე. ნაკლები მელატონინი - მეტი სექსუალური სურვილი და უკეთესი ერექცია გახლავთ, ამიტომ ხშირად დაენახვეთ მზეს და ეცადეთ სექსით ნათელ ოთახში დაკავდეთ.

8. შეგახსენებთ, რომ რაც ცუდია გულისთვის, ის ცუდია ერექციისთვის. ზედმეტი კილოგრამები მძიმე ტვირთად აწევს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რაც შესაბამისად, სექსუალურ ფუნქციაზეც აისახება.

9. ამ ვარჯიშების შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ ხშირად მათ ჩატარებას მხოლოდ ქალებს ურჩევენ რაც მცდარი მოსაზრებაა. კეგელის ვარჯიშების კომპლექსი 1950 წელს გინეკოლოგმა არნოლდ კეგელმა შეიმუშავა ქალებისთვის, რომლებსაც მშობიარობის შემდეგ მოშარდვის კონტროლის პრობლემები აქვთ. კეგელის ვარჯიშები მენჯის კუნთების ვარჯიშთა კომპლექსს წარმოადგენს და მამაკაცებს ეხმარება ორგაზმის ინტენსივობის გაზრდაში, ნაადრევი ეაკულაციის გადავადება და ა.შ. გისურვებთ ხანგრძლივ და ჯანმრთელ სქესობრივ ცხოვრებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა