6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ყველა პრობლემის მოგვარებას თავად ყოველგვარი დახმარების გარეშე ცდილობთ, იმის დასამტკიცებლად, რომ შეგიძლიათ. საკუთარ ძალებს თუ მეტად ირწმუნებთ, ყველაფერი გამოვა. ვერძის დილა და მთელი შემდგომი დღე გაღიმების გარეშე წარმოუდგენელია. ეს თქვენი სტილია, რომელსაც არ უნდა უღალატოთ. ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც ქვენს ოჯახს კეთილდღეობას მოუტანს. მარტოხელა ვერძებს სასიამოვნო ადამიანთან შეხვედრა ელით.
კურო
კარგია, რომ საშუალება მოგეცათ დატკბეთ ყველაფრით, რაც ბოლო დროს სამსახურში გააკეთეთ. პირად ცხოვრებაშიც თქვენი წარმატებები უფრო თვალსაჩინო გახდება. შეგიძლიათ დაგეგმოთ ხანმოკლე შესვენება, დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. ოჯახსა და მეგობრებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.
მოულოდნელი გაუგებრობა გაგაოცებთ, მაგრამ ოჯახური ჰარმონია ყველა საზრუნავს დაგავიწყებთ.
ტყუპები
მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამიტომ დარწმუნდით, რომ კარგად გაანალიზეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. არ ინერვიულოთ, თუ არ აჩქარდებით, საუკეთესო ვარიანტს აირჩევთ. მარტოობის მოყვარული არ ხართ. ბედნიერებისთვის ურთიერთობა გჭირდებათ, მაგრამ დარწმუნდით, რომ გარშემო წესიერი ადამიანები გყავთ. თქვენი ნების გარეშე ამ დღეს არაფერი მოხდება. შესაძლებელია თქვენი წარსულიდან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და ურთიერთობა განახლდეს.
კირჩხიბი
თქვენ არ უნდა იდარდოთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოხატოთ საკუთარი აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის გაკეთებას გთხოვენ. თქვენი წინადადება სწორად შეფასდება და საყოველთაო მოწონებას მიიღებს. თქვენ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე ფიქრობთ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს მეუღლესთან ერთად მაღაზიები მოიაროთ და სასურველი ნივთები შეიძინოთ. ეს პროცესი ძალიან მოგეწონებათ.
ლომი
სხვების პრობლემებზე უფრო მეტად ნერვიულობთ, ვიდრე საკუთარზე, რასაც აზრი არ აქვს - ყველას ბედნიერებას ვერ მიანიჭებთ. ამ დღეს კარგი განწყობის აკუმულატორივით ადამიანებს ღიმილს და ბედნიერებას ანიჭებთ. უამრავი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას გეგმავთ, მაგრამ ეცადეთ გარკვეული დრო ოჯახისთვისაც გამონახოთ.
ქალწული
ეცადეთ ამ დღეს სტრესის გამომწვევი ყველა ფაქტორისგან გათავისუფლდეთ და ახლობლელ ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ყველა მიზეზი გაქვთ, რომ გაიღიმოთ და სიმშვიდის მომენტებით დატკბეთ. ქალწულის ცხოვრებაში ყოველი დღე პროფესიული მიმართუილებით განვითარებისა და წინსვლის მცდელობაა, მაგრამ ამ დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ. თუნდაც ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური გქონდეთ, ეცადეთ საყვარელი ადამიანები საჩუქრებით გაანებივროთ. გახსოვდეთ, სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ.
სასწორი
ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდისა და სიბრძნის მაგალითი ხართ და გარშემომყოფები რჩევის მისაღებად მოგმართავენ. თქვენში საკუთარი თავის სიყვარული ძალიან თვალშისაცემი ხდება, ამიტომ გარშემო მყოფები კრიტიკის ქარცეცხლში გაგხვევენ. გირჩევთ შორეულ ნათესავს ან მეგობარს ეწვიოთ, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. რამდენიმე ურთიერთობის აღდგენაზე ფიქრობთ, რომლებიც ისე არ მიმდინარეობს, როგორც გსურთ, მაგრამ დაფიქრდით, ღირს თუ არა ამის გაკეთება.
მორიელი
აღფრთოვანებული ხართ მოწვევით, რომელსაც დღეს მიიღებთ და ამის ყველა საფუძველი გაქვთ, დაუვიწყარი წუთები გელით. მშვენიერი დღეა მარტოხელა მორიელებისთვის, მთავარია, გაბედოთ. ფინანსური და ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იღბალი ყოველთვის თქვენს მხარეს არ იქნება. ეცადეთ ახლობელ ადამიანებთან დიალოგში მწვავე თემებს გვერდი აუაროთ. სასურველის მიღებას ვერ შეძლებთ. მიზეზი შეიძლება ზოგიერთ საკითხზე ურთიერთგაგების არარსებობა იყოს.
მშვილდოსანი
დადებით ენერგიას ახლობელ ადამიანებს უზიარებთ, ამიტომ ყველა თქვენთან სიახლოვეს ცდილობს. ეს კარგი დღეა თქვენთვის. ამ დღის ყველაზე წარმატებული ნიშანი მშვილდოსანია, რასაც ვერავინ უარყოფს. ის მუდამ მზად არის დასახმარებლად, მაშინაც კი, თუ საკმარისი დრო და ენერგია არ აქვს. სწორედ ეს მოგაქცევთ საყოველთაო ყურადრების ცენტრში, მაგრამ შეიძლება ცხოვრებაც გაგირთულოთ. ეცადეთ ბალანსი არ დაარღვიოთ.
თხის რქა
სრულიად დარწმუნებული ხართ იმაში, თუ რომელი გზა და რომელი მიმართულება გსურთ. განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება ნუ შეგაშინებთ - ისიც წარმატებული იქნება. ძველი პრობლემების გამო, ამ დღეს ჯანმრთელობა თქვენთვის პრიორიტეტია, მაგრამ ნელ ნელა ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი წუთიც არ გაქვთ, ახლობელ ადამიანს შეხვდებით და ცოტა განიტვირთებით.
მერწყული
გრძნობთ, რომ ახლოს ხართ პრობლემის მოგვარებასთან, რომელსაც ახლახანს შეეჯახეთ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს მიიღოთ სასიხარულო ცნობა, ფული ან კარგად დასვენების შესაძლებლობაც კი. გამორიცხული არ არის, რომ ახალი სამუშაოს შეთავაზება მიიღოთ - სასურველია კარგად დაფიქრდეთ, სანამ დათანხმდებით ან უარყოფთ.
თევზები
სასურველია, რომ ეს დღე დასვენებას დაუთმოთ და ახლობელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი დღეები გაატაროთ. სრულად ისარგებლეთ ამით და შეაგროვეთ შესანიშნავი მოგონებები! პრობლემების მიუხედავად, ეს დღე თევზებისთვის ბედნიერი ღიმილით ჩაივლის.