თეგებით ძიება

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
მშვენივრად იცით, რომ ღირსეულად წარუმატებლობის მიღებაც შესაძლებელია და ეს შეიძლება თქვენი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს. კარგი ნაბიჯია, თქვენ სწავლობთ და ვითარდებით. სიტუაციის მიუხედავად, ბედნიერებას საკუთარ ნაწილს მაინც იპოვით, რაც საჭირო განწყობას მოგანიჭებთ.
შეიძლება საყვარელი ადამიანისგან მცირე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ, რაც დიდხანს გემახსოვრებათ.

კურო
დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებენ. ისარგებლეთ და ისიამოვნეთ მომენტით! ახალი იდეებისა და ცვლილებებისთვის მზად ხართ, მაგრამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ გსურთ. ამით მხოლოდ მოიგებთ. დღეს რაღაც საკითხით უკმაყოფილო ხართ და გსურთ პრობლემებზე, რომლებსაც დიდი ხანია, გულით ატარებთ, ვიღაცას დაელაპარაკოთ. შესაძლოა, კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ.

ტყუპები
გრძნობთ, რომ სურვილის ასრულებას ერთი ნაბიჯი გაცილებთ, რაც თქვენს ენერგიასა და სიცოცხლის სიყვარულს გაზრდის. ცრემლები გელით, ოღონდ ეს სიხარულის ცრემლები იქნება. დღის პირველ ნახევარში რომელიღაც ოჯახური პრობლემის მოგვარებას ეცდებით, საღამოს კი დღეს ზუსტად ისე დაასრულებთ, როგორც გსურდათ.

კირჩხიბი
გადაწყვიტეთ, რომ აღარ უსმინოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და მით უმეტეს, მათი აზრი აღარ გაითვალისწინოთ. გრძნობთ, რომ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მარტოობა რთულ სიტუაციებშიკირჩხიბის საუკეთესო მეგობარია. მან იცის, რომ მასზე უკეთ არავინ იცის რა ხდება მის სულში. სამწუხაროდ, მთელი დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობთ, ამიტომ ფიზიკური დატვირთვას უნდა ერიდოთ.

ლომი
ამ დღეს ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებთ დადებითი მხარე აღმოაჩინოთ,რაც კეთილდღეობის განცდას მოგანიჭებთ. ასე გააგრძელეთ, ეს წარმატების გზაა.
მგრძნობიარე და შესანიშნავი იუმორის გრძნობის მქონე ლომი შეიძლება დღეს ოჯახის წევრებს დაეხმაროს. სავარაუდოდ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, რაც ძალიან მოგეწონებათ.

ქალწული
როცა საქმე ახლობელ ადამიანებს ეხება, არაპროგნოზირებადი ხართ. გიყვართ ადამიანების სასიამოვნოდ გაოცება, მათთვის სიურპრიზებისა და საჩუქრების გაკეთება და ისინიც მადლიერებით გპასუხობდეთ. ქალწულის ყველა მოქმედებაში მეამბოხე მოზარდის სული ჩანს. დღის პირველ ნახევარში გრანდიოზულ გეგმებს შეადგენთ. ზოგიერთი პრობლემის მოგვარება ძალიან დიდ დროს და ენერგიას წაგართევთ, მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.

სასწორი
სიახლე საერთოდ არ გაშინებთ, პირიქით, მზად ხართ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მოულოდნელ სიტუაციას შეეგუოთ და სასიამოვნო მომენტები აღმოაჩინოთ. ეს ძალიან ახალ სიმაღლეებზე ასვლისთვის შთაგაგონებთ. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც წარმატების მისაღწევად გჭირდებათ და არც ცდებით.

მორიელი
ამ დღეს მორიელის ყურადღება მთლიანად ცხოვრების ფინანსურ მხარეზეა გადატანილი. დროებით, ყველანაირი ურთიერთობა, მეგობრობა და სიყვარულიც კი უგულებელყოფილია. დღის პირველ ნახევარს დაძაბულ მუშაობაში გაატარებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოთ სამსახურეობრივი მოვალეობები. საღამო ოჯახში ფინანსური საკითხების მოგვარების შესაძლებლობას შემოგთავაზებთ.

მშვილდოსანი
მუშაობას ძალიან ბევრი დრო და ენერგია დაუთმეთ, მაგრამ მოვიდა დრო, რომ თქვენი შრომის ნაყოფით დატკბეთ. მთელი დღის განმავლობაში შფოთისა და მოუსვენრობის გრძნობა გაწუხებთ. შესაძლოა, ეს ახლობელი ადამიანისგან მოსმენილი უხეში სიტყვების დამსახურებაა.

თხის რქა
იყო დრო, როდესაც საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებდით და ეს უსიამოვნო სიტუაციებს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ნერვიულობა მოგიწევთ, პარტნიორის ჟესტი სიამოვნებას მოგანიჭებთ. სურვილის მიუხედავად, სხვა ადამიანების დახმარებას ვერ შეძლებთ, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა გაგეპარებათ.

მერწყული
თქვენი ზოგიერთი სურვილი შესრულდება. ხელიდან ნუ გაუშვებთ მომენტს და ისიამოვნეთ ყველა შესაძლებლობით, რადგან წინ წარმატების პერიოდი გელით!
მერწყული იდეების გარეშე არასდროს რჩება. სწორედ ეს ეხმარება მას რთულ სიტუაციებში როგორც პროფესიონალურ დონეზე, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ეცადეთ საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. ეს ნეგატივისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

თევზები
დროს ნუ დაკავგავთ უმნიშვნელო პრობლოემებზე, ეცადეთ ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს მიაქციოთ და თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს. დღეს პროფესიულ სფეროში ცვლილებების დღეა. იმის მიუხედავად, შეიცვლით სამსახურს თუ დაწინაურდებით, არც ერთი საქმიანი წინადადება უყურადღებოდ არ დატოვოთ, რადგან მოგვიანებით ინანებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა