თეგებით ძიება

ეს იყო წნეხის, ზეწოლის, მოსყიდვისა და დაშინების შედეგად ჩატარებული, რომელსაც მოსახლეობის ნება არ გამოუხატავს - გიორგი ბოტკოველი

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ipso-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის კიდევ ერთ მიზეზად ასახელებენ.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ კვლევები ადასტურებს საზოგადოების უმეტესი ნაწილის მოსაზრებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი ბოტკოველი აღნიშნავს, ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები არა ხალხის ნების, არამედ ერთი პირის - ბიძინა ივანიშვილის სურვილის გამომხატველი იყო.

"ის რომ არჩევნები გაყალბდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ადამიანების გამოკითხვის შედეგად, რომელიც ipso-მ ჩაატარა. საქართველოში აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი ან ხელახალი არჩევნები.

ის რაც ჩატარდა, არჩევნები არ იყო, ეს იყო წნეხის, ზეწოლის, მოსყიდვისა და დაშინების შედეგად ჩატარებული, რომელსაც მოსახლეობის ნება არ გამოუხატავს.

ამ არჩევნებმა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნება გამოხატა, რომელმაც საკუთარ თავს დაუწერა შედეგი" - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა