8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს შეიძლება ვიღაცის გულუხვობამ გაგაოცოთ. ამ ადამიანს თქვენი იდეები იმდენად მოეწონება, რომ მზად არის თქვენი პროექტები დააფინანსოს.
ეცადეთ ნებისმიერ სფეროში, გადაწყვეტილების მიღებამდე სიფრთხილე გამოიჩინოთ და თითოეული საკითხი კარგად აწონ-დაწონოთ.
იმან, რისი მიღებაც ახლა უფასოდ შეგიძლიათ, შეიძლება მოგვიანებით დიდი ფასი დაიდოს, ამიტომ ეცადეთ შანსი გამოიყენოთ იმის მისაღებად, რაც ნამდვილად გჭირდებათ.
კურო
ამ დღეს თქვენთან თანამშრომლობას უამრავი ადამიანი ეცდება. ზოგი თქვენთან პირადი კავშირის დამყარებას ცდილობს, ზოგი კი თანამშრომლობას ბიზნესისა და პროფესიული განვითარობისთვის ცდილობს. ეცადეთ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენი დროის სამართავად. პარტნიორობა, რომელსაც ახლა ყურადღების ღირსად არ თვლით, შეიძლება მოგვიანებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
ტყუპები
მეტი სიფხიზლე უნდა გამოიჩინოთ თუ სამსახურში საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მიმზიდველი პოზიცია და ანაზღაურება მიიღოთ, ამიტომ იმ პროექტების ან პოზიციების შესწავლა უნდა დაიწყოთ, რომლებსაც შემოგთავაზებენ. ცდუნებას ებრძვით, რომ იმაზე მეტი მოვალეობები იტვირთოთ, ვიდრე ზიდვა შეგიძლიათ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. ის, რაც დღეს გაწუხებთ, ხვალ შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ბუნებაში გასეირნება დაკარგული ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
შესანიშნავი დღეა. მით უმეტეს, თუ საყვარელ საქმეს აკეთებთ ან რომანტიკულ შეხვედრაზე მიდიხართ. ხშირად არ გაქვთ იმის შანსი, რომ თავიასე ბედნიერად იგრძნოთ და ის აკეთოთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. წადით იქ და ის გააკეთეთ, რასაც გული გკარნახოთ. ოჯახთან ერთად საოცარ დროს გაატარებთ. თუ სიყვარულს ეძშებთ, ეს დღე მისი პოვნისთვის შესაფერისი დროა.
ლომი
ამ დღეს თქვენს პირად სივრცესთან „ბრძოლა“ სიამოვნებას მოგანიჭებთ და თავს შესანიშნავი სახლის სრულ ბატონ-პატრონად იგრძნობთ. მისი სრულყოფილებისთვის ინტერიერის ახალი ნივთების შეძენაა საჭირო, რასაც დიდი სიამოვნებით გააკეთებთ. ფრთხილად იყავით, თქვენმა ენთუზიაზმმა შეიძლება თქვენს ბიუჯეტს გადააჭარბოს. ასეა თუ ისე, ეს დღე დიდხანს არ დაგავიწყდებათ.
ქალწული
ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ ეცადეთ პრიორიტეტები დილიდან განსაზღვროთ. როგორი ორგანიზებულიც არ უნდა იყოთ, თქვენ კვლავ არ გექნებათ შესაძლებლობა ყველა ადამიანი ნახოთ, ვისი ნახვაც გსურთ ან გააკეთოთ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, ამიტომ ზედმეტი გულმოდგინება საჭირო არაა.
გარდა ამისა, არ არის აუცილებელი ყველასთან პირისპირ შეხვედრა. ამისთვის ტელეფონი და შეტყობინებები არსებობს. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. ისინი წარმატებული იქნებიან.
სასწორი
მშვენიერი დღეა თუ იმაზე მეტი ფული არ დახარჯეთ, ვიდრე საჭიროა. ფული, საჩუქრები, შესაძლებლობები - ეს ყველაფერი შეიძლება ადვილად მოხვდეს თქვენს ხელში. თავს დაღლილად გრძნობთ და სავარაუდოდ, ურთიერთობისთვის ენერგია არ გყოფნით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება სწრაფად დაიხუროს.
მორიელი
თუ ამჟამად თავს საუკეთესო მდგომარეობაში არ გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვარსკვლავების კეთილგანწყობას მოკლებული იყავით, ახლა კი ხელსაყრელი პერიოდი დადგა. მალე სასიხარულო სიახლეები გელით, თუმცა ეცადეთ ადამიანებს იმაზე მეტს არ დაპირდეთ, ვიდრე შეგიძლიათ. საქმე უკეთესობისკენ მიდის და გეჩვენებათ, რომ ყველაფრის გაკეთება ხელგეწიფებათ. გაითვალისწინეთ, რომ ხელსაყრელი დღეები ადრე თუ გვიან მთავრდება, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ, რომ იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი
შეიძლება ჯერჯერობით ვერ ხვდებით, მაგრამ ყველა მიზეზი გაქვთ, რომ მშვენიერი ცხოვრების იმედი გქონდეთ. პლანეტებმა თქვენი დასაჩუქრება გადაწყვიტეს და უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ. გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების დრო დგება. სრული უფლება გაქვთ ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც თქვენს სულს სიმშვიდეს მიანიჭებს.
თხის რქა
აქტიური დღე გელით. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და სასარგებლო ინფორმაციის მიღება გელით. ეცადეთ დღე დილიდან დაგეგმოთ, თორემ ყველა საქმისთვის არც დრო და არც ძალა გეყოფათ. ახლობლებთან ურთიერთობა კარგია, მაგრამ არც ოჯახის წევრები უნდა დაივიწყოთ, მათ ახლა ყველაზე მეტად თქვენი თანადგომა და ყურადღება სჭირდებათ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში გამონახოთ დრო სუფთა ჰაერზე გასეირნების ან პატარა ოჯახური წვეულებისთვის.
მერწყული
მზად იყავით იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში მოექცევით. რატომღაც ყველას ერთად გაუჩნდა თქვენს შესახებ მეტის გაგების სურვილი. დროა ისარგებლოთ და თქვენი პროექტებისთვის მხარდაჭერა მიიღოთ. ყველაფერი იცვლება და მალე ყურადღების ცენტრში სხვები იქნებიან, ასე რომ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
თევზები
პლანეტები საშუალებას მოგცემენ უკეთ გაეცნოთ სამყაროს და თქვენს ადგილს მასში. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ქალაქგარეთ უნდა გახვიდეთ და ისიამოვნოთ ბალანსითა და სიმშვიდით, რომელსაც ის გვაძლევს. პროფესიული ზრდის გზებს ეძებთ, ამისთვის კი ძალიან სასარგებლოა სხვისი გამოცდილების სწავლა. მოსმენილი და ნანახი დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, მომავალში სად წახვალთ.