თეგებით ძიება

ჯანმო: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გახდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა გახდეს.

ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ვაქცინების შექმნა კარგი სიახლეა, თუმცა ვაქცინების სარგებლის უკეთ ახსნაა საჭირო და არა ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება.

„არ ვფიქრობ, რომ ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება ის გზაა, რომელსაც უნდა მივყვეთ. გამოცდილება ცხადყოფს, რომ როდესაც ქვეყნებს გარკვეული ვაქცინების სავალდებულოდ გამოცხადება სურდათ, ამას სასურველი შედეგები არ მოჰყვა“, - განაცხადა ჯანმოს იმუნიზაციისა და ვაქცინების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კეიტ ობრაიენმა.

მისივე თქმით, შეიძლება არსებობდეს გარკვეული სიტუაციები იმ ქვეყნებში, სადაც პროფესიული გარემოებები არსებობს და სადაც ვაქცინაცია საჭირო ან მკაცრად რეკომენდებული იქნება.

თავის მხრივ, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, მოუწოდა, ვაქცინა, პირველ რიგში, მათ გაუკეთონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან თავიდან ვაქცინების რაოდენობა შეზღუდული იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა