პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს
პარლამენტთან შუქრუთელების მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე, ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და მას ჰოსპიალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.
მოშიმშილის შესახებ ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, შუქრუთელები უკვე 188 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. მე-16 დღეა რამდენიმე მათგანი შიმშილობს. 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
ფოტო: პუბლიკა