თეგებით ძიება

პარლამენტის პირველ სხდომას, ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, ლადო კახაძე გაუძღვება

პარლამენტის პირველ სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" წევრი ლადო კახაძე გაუძღვება.

რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სპიკერის არჩევამდე, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება.

მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი “ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც 82 წელი უკვე შეუსრულდა, თუმცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

შესაბამისად, პირველი სხდომის წაყვანა, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ლადო კახაძეს მოუწევს.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.

ცნობისთვის, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა