თეგებით ძიება

შოკში ვიყავი, ჩემთვის შეუძლებელია დაფეხმძიმება - გოგონას, რომლისთვისაც ბავშვის გაჩენა შეუძლებელი იყო დედა გახდა(ვიქტორია სეკრეტის მოდელის საოცარი ამბავი)

ვიქტორია სეკრეტის მოდელი რომი სთრაიდი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მას გოგონა შეეძინა.
რომის ისტორია დაუჯერებელი იმის გამო არის, რომ მას არ შეეძლო დაორსულება. როგორც თავად მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, დაძაბულმა, გადატვირთულმა გრაფიკმა მის ორგანიზმში დიდი ცვლილებები გამოიწვია, შეუწყდა მენსტრუალური ციკლიც. ამ ყველაფრის გამო შეეგუა იმ აზრსაც, რომ იგი შვილის გაჩენას ვერასოდეს შეძლებდა.
რომი სტრაიდი ერთ-ერთ ინტევიუში ყვება როგორ გაიგო მისი დაორსულების შესახე:

"კარანტინის დროს ლაურენსის მშობლებთან ვცხოვრობდით. გვეგონა, რომ ჩაგვკეტავდნენ და ვიფიქრეთ, რომ მთელი ოჯახი დროს უფრო სახალისოდ გავატარებდით. ლაურენსის დასთან ერთად უკანა ეზოში ვვარჯიშობდი ხოლმე, კარგი ამინდები იდგა, უფრო დიდი სახლიცაა და იქეთ გადავედით ორი თვით. უმეტეს დროს უბრალოდ ვისვენებდი, რადგან მეგონა რომ მალე დავუბრუნდებოდი სამუშაოს და მოგზაურობას, აქედან გამომდინარე, დიდად არაფერს ვაკეთებდი. სულ მეძინებოდა. დღეში რამდენჯერმე მეძინა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი სტრესის ბრალი იყო. მუდამ დაღლილი ვიყავი და სულ მშივდებოდა, მაგრამ ჩემი დიაგნოზის გამო ეს ყველაფერი ფეხმძიმობის ნიშნებად ვერ აღვიქვი, არც კი მიფიქრია ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღად ვიკვებებოდი მუცელი მებერებოდა და ვერ გავიგე რატომ. ამიტომ, მუცლის შებერილობის მიზეზების ძებნა გუგლში დავიწყე. მაინც არ მიფიქრია, რომ ფეხმძიმედ ვარ, სანამ ერთ საღამოს, ლაურენსის დედამაც კი მკითხა ფეხმძიმედ ხომ არ ხარო, რაც ასევე უარვყავი იმ სიტყვებით, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მაინც გავიკეთე ფეხმძიმობის ტესტი, რომელიც სამი წლის წინ მქონდა ნაყიდი და კარადაში შემთხვევით წავაწყდი იმ დღეს. ტესტი პოზიტიური აღმოჩნდა, რის შემდეგაც ეგრევე ლაურენსთან გავიქეცი, თუმცა ვუთხარი რომ არ ვენდობოდი ამ ტესტს და ვთხოვე ახალი ეყიდა, რომელიც თან ფეხმძიმობის კვირებს აჩვენებდა. ამ უკანასკნელმა ტესტმაც პოზიტიური პასუხი აჩვენა, თანაც ფეხმძიმობის სამზე მეტი კვირა დამიწერა. შოკში ვიყავი. რა თქმა უნდა, ბედნიერიც ვიყავი, მაგრამ იმდენად ღრმად მქონდა ტვინში ჩაბეჭდილი, რომ ჩემთვის შეუძლებელია დაფეხმძიმება, შოკში უფრო ვიყავი. თანაც მეშინოდა ჩემი ბედნიერების, რადგან მაინც ვუშვებდი იმას, რომ შეიძლება ტესტი შეცდა. ორივეს გვეშინოდა იმედი არ გაგვცრუებოდა, ამიტომ ბოლომდე ვერ გავიხარეთ. შემდეგ, ლაურენსის დედამ დაგვიძახა საჭმელად. რა თქმა უნდა, ვერც ერთმა ვერ შევჭამეთ. ვკანკალებდი ამ აღმოჩენის გამო. ეგრევე ოჯახს ავუხსენით რაშიც იყო საქმე, ყველა ძალიან ავაღელვეთ. არავინ ელოდა ამას. მოკლედ, ექიმთან წავედით და აღმოვაჩინეთ, რომ უკვე 7 კვირის ფეხმძიმე ვიყავი. ყველა ძალიან გაკვირვებულები ვიყავით და მე დღემდე ძალიან აღელვებული ვარ" - ყვება რომი.





წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა