თეგებით ძიება

ქართულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ „Wizzair“-თან თანაბაპარ პირობებში ჩაყენებაზე უარი უთხრა

„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანიას „air georgia“-ს უნდა დაეწყო ოპერირება.

"ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებდა, რომ პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღედღეზე შემოვიდოდა, თუმცა დღეს ბიზნესმენი აცხადებს, რომ პროექტი დაპაუზებულია. მისი თქმით, მიზეზი ქართული ავიაკომპანიის დაბალი ცნობადბაა, რის გამოც ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობაბ Wizzair-თან თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე უარი უთხრა.

„air georgia“-ს თუ ექნება იგივე პირობა, რომელიც „Wizzair“-ს მაშინ თვითმფრინავს ქუთაისში „დავაბაზირებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავს არ შემოვიყვან და პროექტი ვერ განხორციელდება. სახელმწიფოს მხრიდან, ჩემთვის არის უარი, ის რომ „Wizzair“-ს ჰქონდეს უკეთესი პირობა და ჩვენ უარესი. მათი პასუხი ცოტა გაგვიკვირდა, რადგან ამბობენ, რომ „Wizzair“ცნობადი კომპანიაა, ხოლო ჩვენ არ ვართ ცნობილები და ვერ დაგვაფინანსებენ. მე რომ ვუთხარი,რომ ეს ქართული კომპანიაა, იგივე პროდუქტია და ბიზნესში არ უნდა იყოს განსხვავებები, მონოპოლისტური მიდგომები გვითხრეს, რომ დრო უნდათ გადაწყვეტილების მისაღებად. თავიდან იყო უარის მაგვარი, თუ როგორ შევედარეთ „Wizzair“-ს . რა შუაშია „Wizzair“ , მასაც 180 სავარძლიანი AIRBUS A320 ჰყავს და ჩვენც ანალოგიური ტიპის თვითმფრინავი შემოგვყავს. განსხვავება ის არის, რომ „Wizzair“-ს უნგრელი კაპიტანი ჰყავს, ხოლო „air georgia“-ს ქართველი კაპიტანი და ქართული მენეჯმენტი. თუ ქართველები მიუღებლები ვართ საქართველოს მთავრობისთვის? ეს არის გაუგებარი და სწორედ ამიტომ არის პროცესი გაჩერებული“, — განაცხადა გიორგი კოდუამ "კომერსანტთან".

ბიზნესმენს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა, „air georgia“-ს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და ქართულ ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს:

„მაინც ოპტიმისტი ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ნათელი სურათი დავინახო. მაქსიმალურად ვცდილობ, AIRBUS A320 საქართველოში შემოვიდეს, ამ თვითმფრინავის შემოყვანით დავასაქმებთ ადამიანს და ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი შემოვა. ავიაბიზნესს განვითარება სჭირდება, მე ვხედავ ამის პოტენციალს საქართველოში. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც წლიურ ჭრილში 100 000 ტურისტის შემოყვანა იგეგმება, ვნახოთ ასეთ პროექტზე თუ უარს იტყვის ჩვენი მთავრობა, ჩვენ მზად ვართ, არანაირ მიზეზს არ დავუტოვებთ,რომ პროექტი ვერ გავაკეთოთ, დაველოდოთ მთავრობა როგორ მოიქცევა“, - აცხადებს გიორგი კოდუა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა