თეგებით ძიება

კომენდანტის საათის გამო, გორი და შიდა ქართლი წლის ულამაზესი ტიტულის მფლობელი გოგონას გარეშე კიდევ ერთი თვით რჩება

გორში სილამაზის კონკურსი “მის გორი” და “მის შიდა ქართლი გოლდი 2020” ერთი თვით გადაიდო. ინფორმაციას ამის თაობაზე radiomosaic ავრცელებს.

ერთ – ერთი ორგანიზატორის გიორგი მასხულიას თქმით კონკურსის გადადება ქვეყანაში შექმნილი რეგულაციების გამო მოუწიათ.

“სავარაუდოდ 25-26 დეკემბერს ჩავატარებთ კონკურსს. რეგულაციებიდან გამომდინარე მხოლოდ ჟიური და კონკურსანტები იქნებიან. მაყურებელი ამჯერად არ გვეყოლება“, – ამბობს გიორგი მასხულია

მისივე თქმით კონკურსისთვის ყველაფერი მზადაა და ახლა მხოლოდ კომენდატის მოხსნას ელოდებიან.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა