თეგებით ძიება

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
შესანიშნავი დღეა სიახლეებისთვის, ახალი პროექტებისა თუ ინიციატივებისთვის ნებისმიერ სფეროში. თქვენ ბევრი პროექტი წამოიწყეთ, მაგრამ თავს უკვე ძალიან გადაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ. გირჩევთ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ, რომ საქმეების ეფექტურად დასრულება შეძლოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მოახერხეთ, ყველაფერი თქვენი გეგმის შესაბამისად მოხდება.

კურო
ეცადეთ ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, განსაკუთრებით თუ ეს პირად ურთიერთობებს ეხება. თქვენი პოზიტიური ენერგიით საყვარელ ადამიანებს სიხარულს ანიჭებთ. მთელი ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ და თქვენი ქმედებები ისეთ დროს დაჯილდოვდება, როცა არ მოელით. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობისა და რომანტიკული პაემნისთვის დროს გამონახავთ. ისიამოვნეთ ლამაზი ურთიერთობით. მოუსმინოთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. ოჯახის უფროს წევრს შეუძლია საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც თქვენს დამოკიდებულებას გარკვეული საკითხების მიმართ რადიკალურად შეცვლის.

ტყუპები
ამ დღეს შეგიძლიათ საყვარელი საქმე მშვიდად აკეთოთ. ვერავინ და ვერაფერი შეძლებს თქვენთვის ხელის შეშლას. თუ თავისუფალი დრო გამონახეთ, იდეალური იქნება დღესასწაულის წინ სახლის დალაგება. თუ ამ საქმეში საყვარელ ადამიანსაც დაიხმართ, შედეგი საუკეთესო იქნება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ ეტაპზე საზრუნავი არაფერი გაქვთ. თქვენი განსაკუთრებული უნარები ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსვლაშიც კი გეხმარებათ. სწორედ ამისთვის გაფასებენ კოლეგები და მეგობრები. ამ დღისთვის დიდი გეგმები გაქვთ და გსურთ, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ ის, რისი გაკეთებაც ახლა გჭირდებათ. ფრთხილად იყავით და რაც მთავარია, არ აჩქარდეთ.

კირჩხიბი
შესანიშნავ ფორმაში ხართ იმისთვის, რომ წარმატებული დღე შექმნათ. სოციალური თვალსაზრისით, ყველაფერი კარგადაა. ახალი ნაცნობები შეიძლება კარგი მეგობრები გახდნენ, რომლებიც პირად ფრონტზე სიხარულსა და მიღწევებს მოგიტანენ. ისარგებლეთ შექმნილი ვითარებით და ისიამოვნეთ ყველაფრით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. გონიერიერებით გამორჩეული ადამიანი ხართ, მაგრამ ამ დღეს თავს დაუცველად იგრძნობთ. არ ინერვიულოთ. საყვარელი ადამიანი თქვენს გვერდით იქნება და ბნელი აზრების გაფანტვაში დაგეხმარებათ.

ლომი
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძველი პრობლემა თავს იჩენს, მაგრამ სიტუაციის გამოსწორებას უფრო სწრაფად შეძლებთ, ვიდრე ელით. დღის მეორე ნახევარში კმაყოფილებას იგრძნობთ, როდესაც თქვენი შრომისა და სიმტკიცისთვის დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. შეიძლება ჰობი ან გატაცება ხელოვნებისადმი ან მწერლობისადმი დღეს შეიძლება მოითხოვონ "გარეთ". თქვენი საქმიანი სულისკვეთება ყოველთვის პოულობს ახალ, მომგებიან შესაძლებლობებს და არც ეს დღეს იქნება გამონაკლისი. ახლობელი ადამიანი თქვენთან თანამშრომლობით დაინტერესდება. ეს შეიძლება კარგი შესაძლებლობა იყოს, რომ ვინმეს გაუზიაროთ პასუხისმგებლობა და ცოტა განიტვირთოთ. მით უმეტეს, რომ ეს კავშირი ხელსაყრელი იქნება.

ქალწული
იმ სასიკეთო ცვლილების გამო, რაც თქვენს ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მადლიერებას და სიხარულს გრძნობთ. წვეულების მოწყობა შესანიშნავი აზრია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს! ამჟამად უმჯობესია, დარჩეთ მეგობრებთან ერთად, დაისვენოთ და ცოტა განიტვირთოთ. ეს დღე ისე დაგეგმეთ, რომ დღის პირველი ნახევარი მთლიანად სამუშაოს დაუთმოთ, საღამოს კი ოჯახისა და საკუთარი თავისთვის მოიცალოთ. გაითვალისწინეთ, რომ ასაყვარელი ადამიანის უყურადღებოდ დატოვება არასასურველ შედეგებს მოგიტანთ.

სასწორი
ეცადეთ ამ დღის ნებისმიერი წუთით სარგებელი მიიღოთ. კარგი წიგნიც კიშეძლებს იმის მოცემას, რაც ამჟამად გჭირდებათ. პროფესიულ საქმიანობაში, სავარაუდოდ, ვიღაცასთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, რაც პრობლემას გიქმნით. გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელები სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარონ. დღის მეორე ნახევარში ყველაფერი დალაგდება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახალ პროექტი დაიწყოთ, რაც კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

მორიელი
შესაძლოა, საინტერესო პროექტში ჩართვა შემოგთავაზპნ, რაც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. ამ დღეს ვარსკვლავების მხარდაჭერის დახმარებით საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენას შეძლებთ. დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება თქვენი პირადი ცხოვრება უფრო მყარი და საიმედო გახადოს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პოზიციის სისწორეში დარწმუნებული ხართ, ეცადეთ სამსახურში, კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ, რომ ვითარების დაძაბვას კომპრომისზე წასვლა სჯობს. ეცადეთ სამსახურსა და სახლში მეტი ურთიერთგაგება გამოავლინოთ და აუცილებლად დაგიფასდებით.

მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი ნაყოფიერი იქნება და სამომავლო პროექტების ან გეგმების შესახებ ახალ იდეებს გაჩუქებთ. მოსალოდნელია ფინანსური დახმარების მიღება ნათესავებისგან, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ. ცდილობთ სამსახურში ყველა საქმე დროზე ადრე დაასრულოთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის მეტი დრო დაგრჩეთ და ეს გამოგივათ. მოამზადეთ, დილამდე უამრავი რომანტიკული და მშვენიერი წუთი გელით.

თხის რქა
მეგობრებითა და კოლეგებით გარშემორტყმული ხართ, რაც თავს მშვიდად და დაცულად გაგრძნობინებთ. საყვარელი ადამიანის მხრიდან გამოვლენილი ყურადღება და შესაძლოა, რომანტიკული საჩუქარი კიდევ უფრო დაგაახლოვებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გახსოვდეთ საოფისე სამუშაო სისტემატიურ ვარჯიშს და სუფთა ჰაერზე სეირნობას მოითხოვს. ნუ ეცდებით ყვე;ა საქმის ერთდროულადკეთებას, თორემ ენერგიის ყველა მარაგს ამოწურავთ და დღესასწაულს გამოფიტული შეხვდებით.

მერწყული
გრძნობთ, რომ მეტი ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე გასეირნება ან ახალი ადგილის მონახულება გჭირდებათ. ფინანსური მხარე დღის მეორე ნახევარში მოწესრიგდება, როდესაც ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დამატებით ანაზღაურებას ან პრემიას მიიღებთ. პირად ურთიერთობებში სირთულეები გაქვთ და გამუდმებით ამაზე ფიქრობთ, მაგრამ გამოსავალი ჯერ ვერ მოიძებნა. გირჩევთ შექმნილ ურთიერთობაზე პარტნიორთან ისაუბროთ და კრიზისიდან გამოსავალი ერთად მონახოთ. მოუსმინეთ რას ამბობს თქვენი რჩეული, იქნებ ეს საუკეთესო გამოსავალია?

თევზები
სასიამოვნო კომპლიმენტების მიღება, რეალობის გრძნობა არ უნდა დაგაკარგინოთ. უფრო სასარგებლო იქნება თუ საკუთარ უნარებს კრიტიკულად შეაფასებთ და სხვებისთვის მაგალითი გახდებით. მოსალოდნელია ხელმძღვანელობისგან სასიხარულო ცნობა. გამორიცხული არ არის, რომ მიიღოთ ის ჯილდო, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. გაითვალისწინეთ, რომ რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად, არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ ამაზე დაფიქრდეთ და უფრო ოპტიმისტურად განეწყოთ. რაც დღეს არ გამოდის, მომავალში აუცილებლად გამოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა