თეგებით ძიება

გიორგი ბარამიძე: გიორგი ვაშაძისთვის ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო - მიუხედავად მთელი ოპოზიციის მხარდაჭერისა, ის მეორე ადგილზეც ვერ გავიდა

არ მესმის, ახლა რა აზრი აქვს ძველ საქმეებზე საუბარს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გიორგისთვის კანდიდატის დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, მიუხედავად მთელი, დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერისა,ის მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„ახლა ამაზე საუბარს რა აზრი აქვს, როცა წინ სრულიად განსხვავებული ამოცანები გვაქვს. საერთოდ წაგვართვეს ის არჩევნები, შედეგები, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიტანა და აჩვენა მთელ საზოგადოებას, საკუთარ თავსა და მთელ მსოფლიოს, რომ გაყალბებული არჩევნების პირობებში, ჯიბის ცესკო-მაც კი აჩვენა, რომ ჩვენი ამომრჩევლის 52%-მა თქვა, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ოფისის დატოვებისას განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება პირველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია, როცა ამ პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატს ისნის რაიონში კონკურენტი კანდიდატი დაუყენა




Imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა