თეგებით ძიება

რისი მანიშნებელია ეროტიკული სიზმარი? - ფროიდის მიხედვით

1895 წელს ზიგმუნდ ფროიდმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: სიზმარი - სურვილების ერთგვარი სიმბოლური ახდენაა.

სექსუალურ ენერგიას მეცნიერი ადამიანის ძირითად მამოძრავებელ ძალად თვლიდა და ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ფსიქოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ეროტიკულ სიზმრებს უთმობენ.

სიზმრის სექსუალური სიმბოლიკა

რა გესიზმრება და რატომ? გაინტერესებს? მოდი, გავერკვეთ.

ინტიმური ურთიერთობით დაუკმაყოფილებლობა ხშირად სიზმარში პარტნიორის ბუნდოვანი ფიგურით ან გადღაბნილი სახით შეიძლება მოგევლინოს. ასევე, შეიძლება ნახო მხოლოდ მისი ხელები, რომლებიც გეფერები
ან; ტორსი ან სხეულის ინტიმური ორგანოები.

სექსის უკმარისობა - მსახიობთან ან იმ კოლეგასთან ინტიმური კავშირის დასიზმრებით გამოიხატება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არანაირ სურვილს არ აღძრავს შენში. ხშირად ასეთ სიზმარს ეროტიკული ფილმის ნახვის შემდეგ ნახულობ, რომელიც ფანტაზიას გიღვიძებს, ან ვნებიანი ღამის შემდეგ, რომელსაც შენ სიამოვნებით გააგრძელებდი, პარტნიორს რომ განმეორებითი სეანსისთვის ძალა ჰყოფნოდა. ერთი სიტყვით - სიზმარში ნანახი მამაკაცი - შენი პარტნიორის ერთგვარი დუბლიორია.

შიში იმისა, რომ მომხიბვლელად არ გამოიყურები, შეიძლება აისახოს ლესბოსურ სიზმარში. სიზმარში თითქოს დაუპყრობ მამაკაცს იმით ცვლი, ვისაც შეუძლია გაგიგოს, გვერდში დაგიდგეს - ეს სხვა ვინ იქნება, თუ არა შენი საუკეთესო მეგობარი, დაქალი.

ეს შიში სიზმარში კიდევ ერთი უცნაურობით აისახება: ალბათ გინახავს, როცა ქუჩაში შიშველი დადიხარ, ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, მაგრამ გარშემომყოფები ვერც კი ამჩნევენ შენს უჩვეულო მდგომარეობას.

პარტნიორის აგრესიის შიში

დეტალებში გესიზმრება სექსის პრელუდია, მაგრამ როგორც კი აზარტში შედიხარ, სიზმარი წყდება ან ისე იწელება, შენელებულ კადრს ემსგავსება. ასე თუ ისე, შენ, სიზმრის მთავარი გმირი გაწბილებული რჩები.

როცა საქმე ფანტაზიებსა და სიზმრებს ეხება, ფსიქოლოგები ხუმრობენ: "ხანდახან ბანანი, უბრალოდ, ბანანს ნიშნავს". მაგრამ მაინც, უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სიზმრები სექსუალური სიმბოლიკით არის დატვირთული, რომელიც თამამ სცენებს ცვლის.

ფალოსური სიმბოლოები. გველი, სათვალთვალო მილი, ავტომობილის სიჩქარის გადამრთველი და სხვა მოგრძო ფორმის ნივთები.

ქალის გენიტალიის სიმბოლოები. გამოქვაბული, ბეწვის მუფთი, გვირაბი და სამზარეულოს ინვენტარები, ქვაბით დაწყებული, დოქით დამთავრებული.

სიუჟეტები, რომლებიც სექსუალურ კონტაქტს ასახავს ან ეროტიკული შეგრძნებების სიმბოლოა: საქანელაზე ქანაობა, ცხენზე ჯირითი, ჭიდაობა მოწინააღმდეგესთან ახლო ფიზიკური კონტაქტით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა