საიდუმლო რიტუალები - როგორ გავაცილოთ ძველი და შევხვდეთ ახალ წელს?
რა გავაკეთოთ, რომ ახალი წელი ძველზე წარმატებული იყოს და მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? მისტიკა? თითქმის.
ჩვენ შემოგთავაზებთ გეგმას - როგორ გაატაროთ სწორად დეკემბრის ბოლო და აღნიშნოთ ახალი წელი.
ტყუილად არ ამბობენ, როგორც შეხვდებით ახალ წელს, ისე გაატარებთ. ახალი წელი ახლის დაბადებაა, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა და ყველაფრის განახლება, რაც ჩვენ გარშემოა.
ახალი წლის მოსვლასთან ერთად ხდება ენერგიების ცვლილება, რაც ჩვენს ცხოვრებაზე ძლიერ მოქმედებს. ამიტომ, უნდა მოვემზადოთ და შევეცადოთ ეს ენერგიები ისე მოვაწყოთ, რომ წელი ყველაფერში წარმატებული იყოს.
ახალ წლამდე 12 დღით ადრე...
ძველის გაცილებისთვის მზადება 20 დეკემბრიდან უნდა დაიწყოთ. ამ ხნის განმავლობაში ეცადეთ მოიცილოთ ყველაფერი ზედმეტი თქვენი ცხოვრებიდან - პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.
ეცადეთ დაასრულოთ უსარგებლო და არაფრის მომცემი ურთიერთობები, ვალები და საქმეები, რომლებიც ძველ წელს დაიწყო. დაუსვით დიდი წერტილი.
ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე...
ახალი წლის დადგომამდე შვიდი დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს შესაძ;ებლობა, რომ ახალ წელს ახალი ენერგიით შევხვდეთ. წარსულთან ანგარიშის გასწორებით ჩვენ ვაგვარებთ პრობლემებს ოჯახში, ურთიერთობებში, სამსახურში.
25 დეკემბერი. დროა, საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. მშვიდ ატმოსფეროში გაიხსენეთ გასული წელი. გააანალიზეთ რა გაკეთდა სწორად და რა არა. გააცნობიერეთ თქვენი ოცნებები და ჭეშმარიტი სურვილები და მომავალი წელი დაგეგმეთ.
26 დეკემბერი. ეს დღე ჯანმრთელობას და აქტიური ცხოვრების წესს უკავშირდება. სასწრაფოდ უარი თქვით ცუდ ჩვევებზე - თუნდაც მხოლოდ ერთზე და სუფთა ჰაერზე, ორგანიზმის გასაძლიერებლად წადით. დაუწყეთ სახლის დასუფთავება, მოიცილეთ ძველი და უსარგებლო ნივთები.
27 დეკემბერი. თუ სული ზეიმს ითხოვს, დღეს ამისთვის შესაფერისი დღეა.პაემანზე წადით, შვილებთან ითამაშეთ და საყვარელ ადამიანებს სიყვარული კიდევ ერთხელ აუხსენით.
28 დეკემბერი. დაუთმეთ დრო მშობლებს. თუ საჭიროა, ოჯახის წევრებს და მეგობრებს პატიება თხოვეთ.
29 დეკემბერი. ეს დღე შესაფერისია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ჰარმონიზაციისთვის. თხოვეთ მათ პატიება და თავადაც აპატიეთ.
30 დეკემბერი. კარგი დროა მაღაზიებში წასვლისა და სასურველი ნივთების შეძენისთვის.
31 დეკემბერი. ცვლილებებისა და ნათელი, მხიარული გეგმების დღეა. დრო ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნოდ გაერთოთ.
ახალი წლის ღამეს...
ძველი წლის ბოლო წუთს, გონებაში 12-ჯერ გაიმეორეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი. შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ გროვდება თქვენს ჭიქაში მოლოდინის და სიხარულის ენერგია. ერთი ყლუპის შემდეგ, გონებრივად გადამისამართეთ ეს ენერგია გულის ჩაკრასკენ და მარცხენა ხელში დაიჭირეთ ქაღალდზე ჩამოწერილი სურვილები. ეს ფურცელი თან ატარეთ ახალი წლის პირველი 12 დღის განმავლობაში.
13 იანვრის დილას სურვილების ფურცელი ჩადეთ წყლიან ჭურჭელში, დაამატეთ თქვენი საყვარელი სუნამოს წვეთი და 12 საათის განმავლობაში საყინულეში შედგით. ძილის წინ აანთეთ სანთლები და გაყინული სურვილების ფურცელი დადგით. მისი გადნობა იმის ნიშანი იქნება, რომ ყინული დაიძრა.
ახალი წლის პირველ 12 დღეში...
ახალი წლის პირველი 12 დღე განსაზღვრავს თუ როგორ გაატარებთ მომდევნო 12 თვეს. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სწორი განწყობა და ყოველდღიურად, ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილოთ.
1 იანვარი. პირველი დღე ოჯახთან ურთიერთობას დაუთმეთ და მომავალი წლისთვის მიზნები განსაზღვრეთ. ნუ დაგენანებათ სითბო მიანიჭოთ მათ, ვინც გიყვართ - ეს არის ყველაზე ძლიერი ენერგია სამყაროში.
2 იანვარი. დაურეკეთ მათ, ვისთვისაც ახალი წლის დადგომა ჯერ არ მიგილოციათ. იქნებ არსებობს ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ? ის ძალიან ბედნიერი იქნება, თუ თქვენს ხმას კიდევ მოისმენს.
3 იანვარი. მატერიალურ სამყაროს ცოტა ხნით მოწყდით, ჩართეთ მუსიკა და მედიტაციით დაკავდით. ეს მხოლოდ ფიზიკური სიამოვნება კი არა, და თქვენი მე-თვის ნამდვილი სიხარული უნდა იყოს.
4 იანვარი. გადადგით პირველი ნაბიჯი მთავარი ოცნების ასრულებისკენ. თამამ სურვილებს მოქმედება და რეალური საქმეები უყვართ და არა აბსტრაქტული გეგმები. ასე რომ, დღესვე შედეგისთვის განეწყვეთ.
5 იანვარი. ამ დღეს ფული მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა დახარჯოთ. მოინახულეთ სპა, სილამაზის სალონი ან საუნა. ახალ წელს განახლებული და ბედნიერი უნდა იყოთ!
6 იანვარი. სტრატეგიული დაგეგმვის დროა. არ აქვს მნიშვნელობა რას აპირებთ წლის განმავლობაში - ბიზნესის კეთებას, მებაღეობას თუ შემოქმედებით საქმიანობას - შეადგინეთ მკაფიო გეგმა და აუცილებლად განიხილეთ ახლობლებთან. გეგმის განხორციელებაში დამხმარეები დაგჭირდებათ.
7 იანვარი. ეს დღე მთლიანად ოჯახს უნდა დაუთმოთ. შეიძინეთ მათთვის საჩუქრები (მაშინაც კი, თუ საახალწლოდ უკვე აჩუქეთ). კარგი იქნება თუ სახლში რამე სასარგებლოს გააკეთებთ, მაგრამ აუცილებლად სიხარულით და ენთუზიაზმით.
8 იანვარი ბავშვებისა და შემოქმედების დღეა. ეცადეთ თავი პატარა ბავშვად იგრძნოთ, რომელსაც ახალი შთაბეჭდილებები ერთდროულად ხიბლავს და აოცებს. ეცადეთ შვილებთან ერთად შექმნათ ლამაზი აპლიკაცია, ნახატი ან კულინარიული სასწაული. თუ შვილები არ გყავთ, ეწვიეთ მეგობრებს, ვინც ბავშვები ჰყავთ. მიუტანეთ მათ ლამაზი საჩუქრები და კარგი განწყობა.
9 იანვარი. ხელსაყრელი დღეა ახალი დიეტის დაყების ან მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.
10 იანვარი. საუკეთესო დროა,რომ პარტნიორთან, ოჯახთან და მეგობრებთან ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ. აჩუქეთ ღიმილი და საჩუქრები მათ, ვინც გინდათ, რომ მთელი წლის განმავლობაში თქვენს გვერდით იხილოთ.
11 იანვარი. მკაფიოდ განსაზღვრეთ რა უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდისათვის ოთხ სტიქიას მიმართეთ: დაწერეთ ქაღალდზე (ეს არის მიწის ენერგია) რისი დავიწყებაც გსურთ. დაწვით ქაღალდი და ნეგატივს ცეცხლს გაატანეთ. ფერფლს სული შეუბერეთ და ჰაერის სტიქია წაიღებს და ეს ყველაფერი გამდინარე წყალთან გააკეთეთ. წყალი წაიღებს ყველაფერს, რაც თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა გაქრეს.
12 იანვარი. იყიდეთ თილისმა, რომელიც თქვენს შინაგან განცდებს ასახავს. თილისმანი ქაღალდზე დაწერილ სურვილთან ერთად (რომელსაც 12 დღე ინახავთ) ძველი ახალი წლის ღამეს ბალიშის ქვეშ დაიდეთ და ეცადეთ სასწაული იწამოთ.