თეგებით ძიება

გაქვთ თუ არა კარმული ვალი

სულის არსებობის დამტკიცება არავის შეუძლია, თუმცა კარმის არსებობა ბევრს სჯერა. ნუმეროლოგიის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ბედი წინასწარაა განსაზღვრული და მისი გაგება კარმული რიცხვის გაგებით შეგვიძლია.

ნუმეროლოგიური გაანგარიშების საშუალებით, შეგვიძლიათ ვ აქვს თუ არა ადამიანს კარმული ვალი. კარმული ვალი შეუსრულებელი პირობა და ვალდებულებებია უზენაესი ძალების, სხვა ადამიანების ან საკუთარი თავის წინაშე. გარკვეული ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს გახდეს ის, რაც უნდა გახდეს, ან წარმატებას მიაღწიოს.

იმისათვის, რომ გაიგოთ, გაქვთ თუ არა კარმული დავალიანება, უნდა შეკრიბოთ დაბადების თარიღის ყველა ციფრი ორნიშნა რიცხვამდე. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღი არის 27.04.1997 - 2 + 7 + 0 + 4 + 1 + 9 + 9 + 7. გამოდის 39.

თუ რიცხვების შეკრების შედეგად მიიღეთ 13, 14, 16 ან 19, მაშინ ნამდვილად კარმული ვალი გაქვთ (თუ სხვა რიცხვებია, მაშინ ვალი არ არსებობს). ჩვენ გეტყვით, რას ნიშნავს ეს ციფრები და როგორ უნდა გავაწმინდოთ კარმა.

13
თუ გაანგარიშების შედეგად ნომერი 13 მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ვალი სიზარმაცესთან და ეგოიზმთან ასოცირდება. შესაძლოა, წარსულ ცხოვრებაში შრომისმოყვარეობით არ გამოირჩეოდით და ცდილობდით საკუთარი მოვალეობები სხვებისთვის გადაგებარებინათ. წინა ცხოვრების გამო, ამ ცხოვრებაში წარმატებას მხოლოდ დაძაბული შრომის შედეგად მიაღწევთ. ამასთან მუდმივად დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. კარმის გასასუფთავებლად საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა ისწავლოთ და არ უნდა ეცადოთ საკუთარი მოვალეობების სხვებზე გადაბარებას.

14
რიცხვი 14 ნიშნავს, რომ წარსულ ცხოვრებაში თქვენ არ იყენებდით ღვთისგან მონიჭებულ ნიჭს. სავარაუდოდ, გეშინოდათ ცვლილებების, არ გინდოდათ თქვენი კომფორტის ზონის დატოვება და არ იყენებდით ბედის მოცემულ შანსებს. ეს ასევე შეიძლება ეხებოდეს სხვა ადამიანებისთვის მიცემულ დაპირებებს, რომლებიც არ შეასრულეთ. ასეთი კარმული ვალის გამო, თქვენ უნდა შეწყვიტოთ საქმეების მუდმივად ხვალისთვის გადადება, ისწავლოთ სიზარმაცესთან გამკლავება და მიზნების მიღწევა.

16
16 ნომერი ნიშნავს, რომ წარსულ ცხოვრებაში სიყვარულს უარყოფდით. შესაძლოა, თქვენ უღალატეთ მათ, ვისაც უყვარდით და ცდილობდით მათთვის ტკივილი მიგეყენებინათ. გამორიცხული არ არის, რომ ამორალურ ცხოვრებას ეწეოდით, რისთვისაც გაგასამართლეს. ამიტომ, ახლა თქვენი ამოცანაა მოკრძალებულად ცხოვრება ისწავლოთ და ეგოიზმისგან გათავისუფლდეთ.

19
რიცხვი 19 ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ბოროტად იყენებდით ძალას და გავლენას, იყავით ძალიან ამბიციური და ახლობლებზეც კი ძალადობდით. ამახლა შს გამო ახლა შეიძლება მარტოობისა და უმწეობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. კარმის გასასუფთავებლად თქვენ უნდა ისწავლოთ სხვებზე ზრუნვა და გაცემა ისე, რომ საპასუხოდ არაფერს ელოდოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა