2020 წლის ფინალური აკორდები - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
წელს შევედით ახალ ენერგეტიკულ წრეში და ჩვეული ცხოვრებისეული რითმიდან სამყარომ თითქოს ოკეანეში გადაგვაგდო.
ბევრმა დაკარგა საყრდენი და განაახლა საკუთარი თავი, შეეჯახენ შიშებს, ტკივილს და გაურკვევლობას, ბრძოლას, მე-3 განზომილების ილუზიებს, ეს ყველაფერი ზევით ამოვიდა, ეს ხდება იმისათვის, რომ გასუფთავდეთ ახალი სამყაროს დაბადების წინ.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოახდინოთ დადებითი მოვლენების მოზიდვა და მისცეთ ცხოვრებას ახალი იმპულსი.
"2020 წლის ფინალური აკორდები:
დედამიწა იცვლება იმის მიუხედავად ხართ თუ არა მზად!
ყველაფერი რაც ეხლა ახალი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, ეხლა თითოეული ეჯახება დაჩქარებულ ტრანსფორმაციას სხეულის და გონების დონეზე და ეხლა მნიშვნელოვანია შემოუშვათ ახალი ენერგია.
დეკემბრის თვე არის ფინალური აკორდებით დატვირთული და გარდამავალი პერიოდი ახალ რეალობაში.
12.12.2020 - ნათელი პორტალი შემომტანი ახალი წერტილი შეხედულებების და რწმუნებულებების თვალსაზრისით.
14.12. 2020 - მზის დაბნელება, ამ წლის დაბნელებების დამასრულებელი აკორდი.
21.12. 2020 - მზის ბუნიაობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა წლის განმავლობაში. სატურნის და იუპიტერის შეერთება მერწყულში.
იცვლება ეპოქა და ჩვენ შევდივართ ახალ ერაში!
დეკემბერი ეს არის საბოლოო შესაძლებლობა გაუშვათ ძველი მე-3 განზომილებების პროგრამები, რომელიც გატორმუზებთ და ტკივილს გაყენებთ. ამიტომ ეხლა ზევით ტივტივდება ყველა შიში, ნეგატივი, თითოეული იწყებთ სხეულის შეგრძნებას, აზროვნების ცვლილებას, იბადება ახალი იდეები და გეგმები.
ბევრს აშინებს ძველის გაშვება და განიცდის სტრესს, ეწყება წინააღმდეგობები. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია თქვენს შინაგან ხმას უსმინოთ და მიიღოთ ტრანსფორმაციული ინფორმაცია, იმედიტიროთ, რაც დაგეხმარებათ ახალი ენერგიის მიღებაში.
ახალი ენერგია ასწავლის ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულს, დედამისაწთან ბუნებასთან და სამყაროსთან სიყვარულით კავშირს, ერთი სიტყვით ადამიანებს აბრუნებს თავის ნამდვილ ბუნებასთან.
რა თქმა უნდა, იცვლება ეპოქა, ახალი მ- 5 განზომილების კარიბჭე იხსნება, თუმცა შემოქმედმა ადამიანის თავისუფალი ნება კვლავ გაითვალისწინა და მისცა თავისუფლება რომელ განზომილებაში დარჩება.
თუ ადამიანში მე-3 განზომილების პროგრამებია და ვერ ელევა ამ აზროვნებას, ცხოვრობდეს ნეგატიურ ემოციებში და ბრძოლობდეს სამყაროსთან, ადამიანებთან, ეს მისი ნებაა. ასევე, დარჩებიან ადამიანები, რომლებიც მე-4 განზომილებას ვერ შეელევიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ ნებდებოდნენ და ვითარდებოდნენ დაუღალავად, ცვლიდნენ ცხოვრებისეულ პროგრამებს, ირჩევდნენ სიყვარულით და ჰარმონიით ცხოვრებას საკუთარ თავთან, ადამიანებთან და სამყაროსთან. ესეთი ადამიანები იოლად გაიხსნებიან ენერგეტიკულად და აზრობრივად ახალი ენერგიისთვის და ახალი ეპოქისთვის!
თქვენ რათქმაუნდა მოგეცათ თავისუფალი ნება, როგორი რწმუნებულებებით იცხოვრებთ, თუმცა, ის, ვინც მე-5 განზომილებაში შევა, მხოლოდ მაღალი ვიბრაციებით, სიყვარულით და სინათლის ადამიანები, მათი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ განვითარდება ახალ ეპოქაში. მათი მხარდამჭერი თვით სინათლის ენერგია იქნება, რომელიც ცხოვრებას გაუნათებს და დაახლოებს თავის მიზნებთან, რომელიც რათქმაუნდა კეთილშობილური და ეკოლოგიური იქნება.
ახლა გამოცდა სრულდება, ამიტომ, კიდევ გაქვთ დრო 21.12.2020 წლის მოვლენის დახმარებით, გამოხატოთ განზრახვა, რომ შეცვალოთ თქვენი შეხედულებები ადამიანებზე და სამყაროს მიმართ, აირჩიეთ სიყვარული, სინათლე, ამ არჩევანით გადახვალთ ახალ ერაში და გაეხსნებით ახალ ენერგიას. სამყარო კი მზად არის თითოეული ადამიანის განზრახვა ისმინოს და მხარდაჭერა გამოგიცხადოთ თუ თქვენი განზრახვა გულწრფელი იქნება.
წარმოთქვით სამჯერ და იმეორეთ იმდენჯერ რამდენჯერაც შინაგანი სურვილი გაგიჩნდებათ:
მოგმართავ ჩემო ღვთიურო ნაწილო, რომელიც ჩემი უპირობო სიყვარულის წყაროს გულშია მყარად მოთავსებული!
გთხოვ სამყაროვ, შემოქმედო და ნათელო ძალებო, გამომიგზავნეთ იმდენი სიყვარულის და ღვთიური სინათლის სხივი, ენერგია, რომელიც დამეხმარება მე, ჩემს ოჯახს და ჩემს ახლობლებს, პოზიტიური ტრანსფორმაცია განვიცადოთ სულიერი და პიროვნული ზრდის თვალსაზრისით, რომელიც თანაშეწყობილი და ჰარმონიული იქნება მე-5 განზომილების ვიბრაციებთან და ენერგიასთან და ეს ტრანფრომაცია მოხდება ჩვენი სულის სასიკეთოდ და გადავალთ მე-5 განზომილებაში პოზიტიური ცვილებებით ჩვენს სასიკეთოდ ყველაზე სწრაფი საუკეთესო გზით!
მადლიერი ვარ, მადლიერი ვარ, მადლიერი ვარ!