თეგებით ძიება

ვის უნდა ენდოთ და ვის არა? - ზოდიაქოს ყველაზე ერთგული და მოღალატე ნიშნები

ასტროლოგები გვიამბობენ რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე ერთგული და ვისი ნდობა არ შეიძლება, თუმცა ნუ იჩქარებთ უარი თქვათ რეიტინგის ბოლო ადგილზე მყოფ ნიშნებზე - ჩვენ გეტყვით რა უბიძგებს თითოეულ მათგანს ღალატისკენ.

კირჩხიბი
ჩვენ თამამად შეგვიძლია კირჩხიბს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი ვუწოდოთ. თუ ცხოვრების მეგზური აირჩიეს, ეს სიცოცხლის ბოლომდეა და ოჯახის დანგრევისკენ ვერავინ უბიძგებთ. კირჩხიბებს შეუძლიათ ღალატის პატიება, მაგრამ თავად არასდროს უღალატებენ.

მორიელი
მორიელები ფიქრის მოყვარული, „დახურული“ ადამიანები არიან და თუ ვინმეს ენდობიან, ეს განსაკუთრებული მოვლენაა. მათ ხანმოკლე ურთიერთობი არ ხიბლავთ. თუ პარტნიორმა მორიელის ნდობა დაკარგა, მისი განწყობის აღდგენა შეუძლებელია. მათ ღალატისკენ შეიძლება უბიძგოს საყვარელი ადამიანის მიმართ ინტერესის დაკარგვამ. თუმცა, მორიელების უმეტესობა მაშინმე პარტნიორის შემცვლელის ძებნას არ შეუდგება. ის პირველ რიგში შეეცდება გაერკვეს საკუთარი თავსა და ემოციებში. სწორედ ამიტომ მორიელები ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნების რეიტინგში მეორე ადგილზე არიან.

ქალწული
ქალწულები ერთგულ ზოდიაქოს ნიშანში სამეულში შედიან იმის გამო, რომ სურთ საზოგადოების თვალში სამაგალითო პარტნიორებად ჩანდნენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები აღაფრთოვანონ და საქებარი სიტყვები დაიმსახურონ.ღალატმა შეიძლება მათი რეპუტაცია შელახოს, ამიტომ ასეთ ნაბიჯზე იშვიათად მიდიან.

თხის რქა
თხის რქები ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია. მათი პრიორიტეტი ყოველთვის ოჯახია. ისინი იმდენად გატაცებული არიანმეუღლის და შვილების საქმეებით, რომ ღალატის დროც არ აქვთ. შეიძლება მოხდეს და თხის რქა ვიღაცამ მოხიბლოს, მაგრამ როგორც წესი, ეს დიდხანს არ გრძელდება და სერიოზულ სახეს არასოდეს იღებს.

კურო
კურო პარტნიორზე ძალიან დამოკიდებულია. ის პარტნიორის გარდა, ვერავის ხედავს, ამიტომ მისი ცდუნება ძალიან ძნელია. კუროს ცდუნებისთვის პირველ რიგში მოგიწევთ მისი ნდობის მოპოვებადა ემოციურად დაახლოება. გასაკვირი არ არის, რომ კურო იშვიათად, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არასდროს ღალატობს.

ლომი
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნების რეიტინგში ლომი შეიძლებოდა პირველ სამეულში გვეხილა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად ღალატობენ, თუ ოჯახში ყველაფერი კარგად არის. ამასთან, მაინც არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ ლომებს ვერ გრძნობენ, რომ პარტნიორი მისით აღფრთოვანებულია, თანდათან კარგავენ ინტერესს საყვარელი ადამიანის მიმართ. გაუცხოვება ნელ-ნელა ხდება, მაგრამ ადრე თუ გვიან, მას ღალატამდე მივყავართ.

თევზი
თევზები მგრძნობიარე ადამიანები არიან, მაღალგანვითარებული ემოციური ინტელექტით. ისინი დახვეწილად გრძნობენ პარტნიორის განწყობის ცვლილებებს და ეშინიათ მისთვის გულის ტკენა. ამასთან, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილმა შეიძლება მათ ღალატისკენ უბიძგოს. თევზის პარტნიორისთვის საუკეთესო რჩევაა, რომ გამუიდმებით მასთან კონტაქტზე იყოს. გაითვალისწინეთ, როგორც კი ყურადღებას მეგობრების ან სამუშაოსკენ გადაიტანთ მას დაკარგავთ.

სასწორი
სასწორი ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს. მას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პარტნიორი ჰყავს. ის მზად არ არის კომპრომისების მისაღებად და რთულ ოჯახურ სიტუაციებს ეძებს. როგორც კი მის ოჯახში უთანხმოება მოხდება, ის ღალატზე ფიქრს იწყებს და თუ შესაფერისი ვარიანტი გამოჩნდა, მაშინვე იქით წავა.

ვერძი
ვერძი ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი, ასევე ყველაზე არასანდო. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ცხოვრების რომელ ეტაპზე შეხვდით მათ. სანამ „საკუთარ“ ადამიანს იპოვის, ის უამრავ ადამიანს შეხვდება. ვერძისთვის მნიშვნელოვანია თანამოაზრესთან შეხვედრა, მაგრამ ძებნა როგორც წესი, დიდხანს გრძელდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები სულაც არ თვლიან სირცხვილად თუ ისეთ პარტნიორს უღალატეს, რომელიც „მათი“ ადამიანი არაა.

ტყუპები
ტყუპები ამ რეიტიგნის ერთ ერთი ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშანია. ურთიერთობის დასაწყისში ისენი ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი პარტნიორები არიან, მაგრამ როგორც კი რომანტიკული პერიოდი სრულდება და ყოველდღიური ცხოვრება იწყება, ტყუპებს გაქცევა უნდება და მისი შეჩერება შეუძლებელია. ეს ტყუპების ბუნებაა - ისინი ყოველთვის „ძებნაში არიან“.

მერწყული
მერწყულს არ შეუძლია იყოს ერთგული პარტნიორი, თუმცა ნამდვილად უნდა. ის ღალატს რთული ემოციური მდგომარეობით, ოჯახის დისფუნქციითა და პარტნიორის დაბალი ინტელექტუალური დონით ამართლებს. მას გულწრფელად სჯერა, რომ განსხვავებულ ვითარებაში ერთგული იქნებოდა, სინამდვილეში არავის შეუძლია შეაჩეროს მერწყული ღალატისგან.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ჩვენი რეიტინგის ყველაზე მოღალატე ნიშანია. ის ნამდვილ სიამოვნებას განიცდის და შოუს აწყობს ტყულისა და ღალატისგან. მას მოწონს რისკი, დამალვა და ორმაგი ცხოვრება. ის თავს მუდმივი თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას იღებს, რასაც არაფერზე გაცვლის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა