თეგებით ძიება

გიგა ბოკერია: ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, კობახიძესთან ერთად მობრძანდეს მოლაპარაკებებზე

გიგა ბოკერიას აზრით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე ალეკო ელისაშვილი უკვე ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს პროცესში მონაწილეობას ვერ აუკრძალავენ.

„ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ. კობახიძესთან ერთად მობრძანდეს. მას, როგორც ერთ-ერთ ერთეულს, რომელიც ახლა ხელისუფლების ბანაკშია, როგორ უნდა ავუკრძალოთ (მოლაპარაკებებში მონაწილეობა)?“ - განაცხადა ბოკერიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა