თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე თავს ელჩებს ესხმიან, რადგან არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ცრუ ნარატივს არ დაექვემდებარენ

სასოწარკვეთილებაში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე თავს ელჩებს ესხმიან, რადგან ისინი არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ცრუ ნარატივს არ დაექვემდებარენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცების“ ლიდერმა მამულა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ერთი პატარა დათქმით სთავაზობდნენ.

„სასოწარკვეთილებაში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე თავს ელჩებს ესხმიან, რადგან ისინი არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ცრუ ნარატივს არ დაექვემდებარენ. ისინი არ დაექვემდებარენ ბულინგს, ისინი ყველა ადამიანს ღალატად უთვლიან, განსაკუთრებით ოპოზიციონერს, იმის თქმას, რომ შეიძლება, არჩევნები არ გაყალბდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოდით ვთქვათ - მეტი რა უნდათ, როდესაც მთავარ მოთხოვნად აყენებენ რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ ვეუბნებით, კი ბატონო, მეტი რა გინდათ?! ვთანხმდებით რიგგარეშე არჩევნებს, ერთი პატარა დათქმით - ხომ ამბობენ რაღაც პროცენტებს, აბრახუნებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, 1%-იც თუ მაინცაა გაყალბებული და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აღმოჩნდება ბიულეტენების მეტობა, ამ შემთხვევაში მოგყვებით რიგგარეშე არჩევნებზე, ამაზე დიდი მიღწევა, ხომ შეუძლებელია, ამ პროცესებიდან მათ წაეღოთ?!“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დარწმუნებული რომ იყოს არჩევნების გაყალბებაზე, ამ შეთავაზებას გამარჯვებად მიიჩნევდა.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ფეისბექზე შექმნილი იყო გვერდი, სადაც გაყალბებული ოქმები იყო გამოქვეყნებული და „ქართული ოცნების“ მიერ მიწერილი განმარტებების შემდეგ, ეს პროცესი გაჩერდა. მდინარაძის თქმით, 40 ოქმი იყო სულ გამოქვეყნებული და ყველა მათგანზე განმარტება გაკეთდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა