თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: ყველა საკითხზე, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დისკუსიისთვის მზად ვართ

ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ყველაფერთან დაკავშირებით, ეს იქნება მოლაპარაკებები, კანონპროექტები, ჩვენი პოლიტიკური პოზიციები - მზად ვართ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დავსხდეთ და ყველაფერი განვმარტოთ, მივიღოთ შენიშვნები, შეიძლება ამ კანონპროექტში რამე არასწორად გვიწერია. მივიღებთ ამ შენიშვნებს და ასევე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების პაკეტი შევიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა