თეგებით ძიება

26 დეკემბერს დავაფუძნებთ პარტიას, რომელსაც ისევ "გირჩი" ერქმევა - ზურა ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირეს. მისი თქმით, ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება და პარტიას ისევ "გირჩი" ერქმევა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ "გირჩში" ის ადამიანები გაწევრიანდებიან, ვინც ზურა ჯაფარიძის თქმით, ეს პლატფორმა შექმნა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნბილები არ იყვნენ.

"ჩვენ გავიყავით, 26 დეკემბერს სამ საათზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც დაფუძნდება ახალი გირჩი და გავაგრძელებთ გირჩის კეთებას, როგორც აქამდე ვაკეთებდით. იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აკეთებდა წლების განმავლობაში გირჩს და მიუხედავად ამისა არ ჩანდნენ მედიაში, ტელეეთერებში. იქნებიან ძალიან ბევრი ახალგაზრდები, რომლებზეც დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან ძალიან წარმატებული პოლიტიკოსები", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა