თეგებით ძიება

რომელ სიტყვა იყენებ ყველაზე ხშირად? ამას თავისი ფსიქოლოგიური ახსნა აქვს

ყველანი ვიყენებთ სიტყვა პარაზიტებს, რომლებიც არათუ რამე აზრს შეიცავენ, არამედ პირიქით, ამახინჯებენ ნათქვამს. ამ სიტყვების გამოყენება არ გამოყენება ადამიანის მეტყველების კულტურასა და ინტელექტის დონეზე ბევრს ამბობს. მეტიც, ზოგიერთი მათგანის მიხედვით ხასიათსა და თვისებებზე საუბარიც კია შესაძლებელი.



სხვათა შორის
ამ სიტყვას ყველაზე ხშირად ის ხალხი იყენებს, ვინც ყურადღების დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, შესაძლოა ისინი არც ისე კომფორტულად გრძნობდნენ თავს ახალ კომპანიაში და უხერხულობის დაფარვას სწორედ ამ სიტყვებით ცდილობდნენ. ამ სიტუაციაშიც კი ეს საერთოდ არ ხდება ,,სხვათა შორის“.

მოკლედ
ეს სიტყვა მოუთმენლობაზე, ნევროზსა და აგრესიაზე მიუთითებს. ყველაზე ხშირად მას ფიცხი და იმპულსური ადამიანები იყენებენ, ან კიდევ ლაქლაქა და ჭორიკანა ტიპაჟები.



ეს ყველაზე…
იგი უმეტესად ზარმაცი ადამიანების ლექსიკონში გვხდება. ისინი გაურბიან საკუთარი მოვალეობის შესრულებას. მათ არ უნდა ენდო, რადგან არც ისე საიმედო და იმპულსური ტიპები არიან. უფრო მეტს გპირდებიან, ვიდრე აკეთებენ და სასჯელსაც ადვილად ირიდებენ, საკუთარი დანაშაულის სხვებზე გადაბრალების გზით.



ზოგადად
,,ზოგადად“ – იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საკუთარი თავის რწმენა აკლიათ. მათ შესაძლოა სკანდალებიც კი მოაწყონ და ეპატაჟური გამოხდომებიც ჰქონდეთ, მაგრამ ისევ და ისევ თავდაჯერების ნაკლებობის გამო.



რეალურად/სინამდვილეში
იგი თავდაჯერებულ და ეგოისტ ადამიანებს ,,ეკიდება“, რომლებიც მხოლოდ საკუთარ აზრს ენდობიან. რას ფიქრობენ სხვები, მათ არ აინტერესებთ. ასეთებს უჭირთ დამეგობრება და ურთიერთობებში პრობლემები აქვთ, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევენ ერთადერთად და განუმეორებლად. სხვები მათთვის მხოლოდ პუბლიკაა, აუდიტორია, რომლის წინაშეც უნდა წარსდგნენ.



რაც არ უნდა იყოს
ეს სიტყვა ძალიან დიდი ფანტაზიის მქონე, შემოქმედებითი ადამიანების ლექსიკონით იკვებება, რომლებიც ხშირად თავიანთ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. ამ გამოთქმით ისინი ხაზს უსვამენ სოციუმისგან მათ განცალკევებულობას და მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობას ირიდებენ თავიდან.



უბრალოდ
მას ყველაზე ხშირად ისინი იყენებენ, ვინც სხვების მოსაზრებას საკუთარზე მეტად ენდობა. ისინი ძირითადად გარშემომყოფებზე არიან დამოკიდებულნი და პასუხისმგებლობების აღებას უფრთხიან.



ესე იგი
ეს პარაზიტი კონსერვატორ ადამიანებს აქვთ ხოლმე ამოჩემებული. ისინი სიახლეებს ეჭვის თვალით უყურებენ და დიდად არ წყალობენ. საკუთარი აზრების დასაცავად კონფლიქტშიც შეიძლება შევიდნენ თანამოსაუბრესთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა