თეგებით ძიება

დღეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, გავრცელებული პანდემიის გამო დღეს, 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.

მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში.

„ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვეულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ.

წმინდა სპირიდონ ტრიუმფინტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს“,– აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

„ამ საზეიმო დღეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განუზომელ მადლს ვხედავთ, ზეცით მოვლენილს. ეს მადლი მთელი პასუხისმგებლობით გვავალდებულებს ჩვენი მშობელი ქვეყნის წინაშე. ღვთით კურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა მუდამჟამ ერის სულიერი სიწმინდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, ემსახუროს მშვიდობის წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი დიდი და ძლიერი სახელმწიფო.

ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა.

ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომლებიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა უფალმა ღმერთმა დამისახა“, – აღნიშნა ილია მეორემ 43 წლის წინ სადღესასწაულო ტრაპეზზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა