თეგებით ძიება

7-8 თეთრით თუ არ მოიმატა, ენეგრო კომპანიები ცუდ დღეში აღმოჩნდებიან - საქართველოში დენის ტარიფი ძვირდება?

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, გაძვირდეს. როგორც ენერგეტიკის ექსპერტები აცხადებენ, ენერგო კომპანიები ცუდ დღეში ჩავარდებიან, თუ დენის ტარიფი, დაახლოებით, 7-8 თეთრით მაინც არ გაიზრდება. კომპანიების გაკოტრებამდე მიყვანა პანდემიის პირობებში მოხდა. როგორც ენერგეტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, ტარიფის ზრდა უფრო მძიმედ კერძო კომპანიების მომსახურებას შეეხება:

"უფრო მძმედ შეეხება კერძო კომპანიებს ვიდრე მომსახურებას, სამომხმარებლო ტარიფი საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის და კომერციულისთვის იქნება სხვადასხვა. მაგრამ მე საშუალოდ ჩავთვალე, რომ 7-8 თეთრი თუ არ იქნა, ჩვენს ენერგო კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ", - აცხადებს გია აბაშიძე.

ელექტროენერგიის ახალ ტარიფზე გადაწყვეტილებას საემეკი დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა