თეგებით ძიება

“პირველ ღამეს როცა უნდა ჩამოესვენებინათ, დაიკარგა მიცვალებული” – ია ფარულავას მამიდა, რომელიც მსახიობისთვის დედასავით იყო, დაკრძალეს

კორონავირუსმა ია ფარულავას ოჯახის წევრი, მსახიობის უსაყვარლესი მამიდა დოდო ფარულავას სიცოცხლე შეიწირა.



დოდო ფარულავა 87 წლის გახლდათ და ამერიკაში ცხოვრობდა, კორონავირუსით ის სწორედ ამერიკაში გარდაიცვალა, თუმცა საქართველოში გადმოსვენებისას ცხედარი დაიკარგა, რასაც ია ფარულავას და ოჯახის წევრების აღშფოთება მოჰყვა.

ჩამოასვენეს თუ არა საბოლოოდ თბილისში დოდო ფარულავა, ამის გასარკვევად “პრაიმამბები” მსახიობ ია ფარულავას დაუკავშირდა.



– ქალბატონო ია, ჩამოასვენეს თქვენი მამიდის ცხედარი თბილისში?



– ჩამოასვენეს და დავკრძალეთ უკვე. პირველ ღამეს როცა უნდა ჩამოესვენებინათ, დაიკარგა მიცვალებული, არ ჰქონდათ პასუხი. ჯერ გვითხრეს შეიძლება ნიუ-იორკშიაო, ამაზე საერთოდ გავგიჟდით.



შემდეგ სანამ სიუჟეტი არ გავიდა კურიერში, არაფერი ეშველა. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, თურქეთის ავიახაზების გენერალურმა მენეჯერმა დამირეკა, ბოდიშები მომიხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა