თეგებით ძიება

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს - ეჭვმიტანილი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა

კახეთში მკვლელობა მოხდა – მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ.-ა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.


1tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა