თეგებით ძიება

ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს

ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წელი კვლავ კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს.

დუშეთში გამართულ საარჩევნო-საანგარიოშო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე 44 დელაგატმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადა კახი კახიაშვილს.

კახი კახიაშვილმა დამსწრე დელეგატებს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო, რომელთა შორისაც არის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსვლა, ასევე ძირითად მიზნებშია ძალოსნობის პირველი ბაზის შექმნა. საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძალოსნობის დანერგვა.

კახი კახიაშვილის მიზნებში ასევე არის საერთაშორისო ფედერაციაში ქართველი კვალიფიცირებული ფედერაციის წევრების ინტეგრირება. მიზანია 2021 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაც.

ყრილობაზე ასევე აირჩიეს ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და ვიცე-პრეზიდენტები თამაზ ბაქანიძე, ნოდარ სირბილაშვილი, დავით ყიფშიძე და პაატა ხიზანაშვილი.

პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს კი საპატიო ვიცე-პრეზიდენტის წოდება მიენიჭა.

ყრილობაზე გადაწყდა შეიქმნას სადიციპლინო კომიტეტი, რომელსაც თამაზ ლაშხი უხელმძღვანელებს, კომისიაში კი იქნებიან კახა მისირელი, ალეკო ნოზაძე, ზურაბ კახაბრიშვილი და პაატა ხიზანაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა