თეგებით ძიება

რუსული ვაქცინის გამოყენება 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის დაუშვეს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის Sputnik V-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამ უწყების მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა, ახლა მისი გაკეთება 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. „ამრიგად, 670 წელს გადაცილებულ ადამიანებს კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ“ - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ.

დღემდე არსებული წესის მიხედვით, რუსეთში ვაქცინაცია 60 წლამდე ადამიანებს უტარდებოდათ, რადგანაც ვაქცინის უსაფრთხოება ბოლომდე შესწავლილი არ ყოფილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა