თეგებით ძიება

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პატიმრები, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაული.

უფრო კონკრეტულად, ამნისტია შეეხებათ „სისხლის სამართლის კოდექსის“ შემდეგი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს:

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.
უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

???? წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა.

????ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით.

????ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება.

???? პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

????პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

????პროფესიული სპორტული შეჯიბრების მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

????გადახდისუუნარობისას საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა, რამაც რეალური ქონებრივი მდგომარეობის შეფასება გაართულა.

????გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა.

????საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით.

????გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

????ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა.

???? ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

???? უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

????ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

????სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

????ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა. (ამნისტია არ შეეხება გასაღებას).

????ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა.

????ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება.

????მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა.

????ნარკომანის მიერ სპეციალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისათვის ჯიუტად თავის არიდება.

????მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

????სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა.

????უკანონო თევზჭერა.

????ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე, ანდა აკრძალულ ადგილას ან აკრძალულ დროს, ან აკრძალული იარაღით ან საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

????წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება.

????სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღე-ღამისა.

????დეზერტირობა, სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება.

ცალკეულ შემთხვევებში წინაპირობად გათვალისწინებულია ნასამართლობის არქონა.

➖სასჯელისგან გათავისუფლებიან ქურდობისთვის და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვისთვის დაპატიმრებულები. ასეთ შემთხვევაში, წინაპირობად გათვალისწინებულია ნასამართლობის არქონა.

➖სასჯელისგან გათავისუფლდება ნასამართლეობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა შემდეგი დანაშაულებები: თაღლითობა (სხვისი ნივთის დაუფლება), სხვისი ნივითის გაფლანგვა, ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულმა თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ პირზე გავრცელდეს ამნისტია.

დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებიან შემდეგი დანაშაულისთვის:

➖ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა. (გარდა ოჯახში დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა).

➖ მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა.

➖ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამნისტიისთვის ერთ-ერთი პრინციპული მიდგომაა ზიანის ანაზღაურება, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებიან პირები, რომლებიც შემდეგი დანაშაული ჩაიდინეს:

➖ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

➖ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება, რამაც გამნაღდებელი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამნისტია შეეხება, აგრეთვე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს.

სასჯელისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც შემდეგი დანაშაული ჩაიდინა:

➖ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

➖ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

პირებს, რომლებსაც ნარკოდანაშაულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა