თეგებით ძიება

მექსიკაში ცოლიანმა კაცმა სახლიდან საყვარლის სახლამდე გვირაბი გაიყვანა და საყვარელს ქმრის სახლში არყოფნის დროს სტუმრობდა

მექსიკური პრესის ინფორმაციით, ამბავი მექსიკის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქვემო კალიფორნიის შტატის ქალაქ ტიხუანში მოხდა.
ტიხუანელმა კალატოზმა, რომელსაც პრესაში ალბერტო პ.-ს სახელით მოიხსენებენ, მეზობლად მცხოვრები საყვარლის სახლამდე გაიყვანა გვირაბი, რომლითაც იმ შემთხვევაში სარგებლობდა, როდესაც საყვარლის ქმარი სამსახურში იმყოფებოდა.

დაცვის სამსახურში მომუშავე საყვარლის ქმარი ერთხელ გათენებამდე დაბრუნდა სახლში და საძინებლიდან ისეთი ხმები შემოესმა, როგორსაც სექსის დროს გამოსცემენ. ხორხე ნ. საძინებელში შევიდა და ცოლის შეხედვისთანავე მიხვდა, რომ არაფერი მოჩვენებია, მაგრამ ოთახში კაცი არსად სჩანდა.

ხორხემ ოთახის ყველა კუთხე გასინჯა და მოულოდნელად საწოლის ქვეშ გვირაბში ჩასასვლელი აღმოაჩინა. ხორხე არ შეშინდა, გვირაბში ჩაძვრა, ბოლომდე მიჰყვა მას და მეზობლის სახლში აღმოჩნდა.

ფაქტზე დაჭერილმა ალბერტომ სთხოვა ხორხეს, რომ არ ეხმაურა და მისი მძინარე ცოლი, რომელმაც არაფერი იცოდა ქმრის თავგადასვლების შესახებ, არ გაეღვიძებინა, მაგრამ განრისხებულ ხორხეს სხვაზე ფიქრის დარდი არ ჰქონდა და მათ შორის ჩხუბი ატყდა.

მცირე ხნის შემდეგ ხორხეს დამხმარედ ხმაურზე გაღვიძებული ალბერტოს ცოლი მოევლინა და ჩხუბი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც მეზობლების მიერ გამოძახებულმა პოლიციამ, ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით ორივე მამაკაცი პოლიციაში წააბრძანა.

მექსიკური პრესით თქმით, გვირაბს შეხედვისთანავე ემჩნევა, რომ იგი ნამდვილი პროფესიონალის მიერ არის გაყვანილი.


Ipress.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა