თეგებით ძიება

დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა

ახალი წლის დადგომისთანავე „საქართველოს სამეფო სახლმა“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დავით ბაგრატიონისა და პრინცესა ირინას სახელით, საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.

„საქართველოს პრინცი დავითი და პრინცესა ირინა გილოცავთ ახალ 2021 წელს”,- წერია მილოცვის წერილში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე დავით ბაგრატიონის გვერდით ახალგაზრდა ქალი დგას. როგორც ცნობილია, პრინცესა ირინა ბაგრატიონის მეორე ცოლია. არსებული ცნობით, იგი გვარად ბეგაშვილია.

დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა


როგორც „პრაიმამბებს” სამეფო კლუბის წარმომადგენელმა უთხრა, პრინცესა ირინა დავით ბაგრატიონის ახალი ცოლია, რომელსაც ის ადრე ხვდებოდა.

პრინცესა ირინას და დავით ბაგრატიონის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ბაგრატიონი ქართველ სექს-სიმბოლოს შორენა ბეგაშვილს დაშორდა და ანა ბაგრატიონთან დაქორწინებისთვის ემზადებოდა.

ცნობილია, რომ დავით ბაგრატიონს შორენა ბეგაშვილი უყვარდა, მაგრამ როცა სამეფო ტიტულის მისაღებად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინება შესთავაზეს, სურდა შორენა უბრალოდ მის პარტნიორად დარჩენილიყო და ოჯახის პარალელურად მასთანაც ჰქონოდა ურთიერთობა, მაგრამ შორენა ბეგაშვილმა ამაზე უარი თქვა და ე.წ მეფე მიატოვა.

დავით ბაგრატიონმა ახალი ბეგაშვილი იპოვა, ოღონდ ირინა ბეგაშვილი, რომელსაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე დაქორწინების შემდეგ დაშორდა.



როგორც იცით ბაგრატიონების ოჯახი დაინგრა, დავითი კი ირინა ბეგაშვილს დაუბრუნდა და საგურამოში ერთად ცხოვრობენ.


"პრაიმამბები"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა