თეგებით ძიება

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ მო­მას­ვე­ნებს ის გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ზარი – ტარიელ ფუტკარაძეს მეგობარი ემშვიდობება

სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­სპერტთა კო­მი­სი­ის წევ­რის, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რის, წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სო­რ ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის გარდაცვალებას ენათმეცნიერი მარინე ბერიძე ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ტა­რი­ელ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მეა ჩემ­თვის შენი წას­ვლა. ვიცი ყვე­ლა შენი ტკი­ვი­ლი, სუ­ლი­სა და გო­ნე­ბის ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა… ვიცი, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში წარ­სულ­მა, მო­მავ­ლის გეგ­მებ­მა, ყვე­ლა მო­პო­ვე­ბულ­მა და მო­სა­პო­ვე­ბელ­მა ტი­ტულ­მა, ყვე­ლა სა­და­ვო და უდა­ვო თე­ო­რი­ამ უკან და­ი­ხია და შენი სუნ­თქვის რიტმს სულ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი წარ­მარ­თავ­და, შენს ტკი­ვი­ლი­ან ღა­მე­ებს ვარ­სკვლა­ვე­ბად შენი შვი­ლე­ბის სა­ხე­ე­ბი ენ­თოთ…

მჯე­რო­და, რომ სწო­რედ იმ­დენ­ჯერ ჩა­ი­სუნ­თქავ­დი, რამ­დე­ნიც შენს ოჯა­ხამ­დე გზას ეყო­ფო­და, რამ­დე­ნიც იმ უდა­ბუ­რი ლა­ბი­რინ­თი­დან გა­მოს­ვლის­თვის იყო სა­ჭი­რო… 24 ნო­ემ­ბერს და­გი­რე­კავს ჩემ­თან. იმ დღეს დავმძიმ­დი და მე­ო­რე დი­ლას კლი­ნი­კა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. მა­შინ „ავ­ცდით” ერ­თმა­ნეთს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ მო­მას­ვე­ნებს ის გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ზარი… იქ­ნებ რა­ღა­ცას შეც­ვლი­და ჩემ­თან სა­უ­ბა­რი…

ვუ­სამ­ძიმ­რებ შენს შვი­ლებს, იას, შვი­ლიშ­ვი­ლებს, გამ­წა­რე­ბულ დე­დას, მო­წა­ფე­ებს, კო­ლე­გებს, მე­გობ­რებს… ყვე­ლა სა­თა­ნა­დო პა­ტივს მო­გა­გებს, ყვე­ლა თა­ვის სათ­ქმელს გე­ტყვის. მე კი შენი უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის ჭი­რი­სუფ­ლად და დამ­ტი­რებ­ლად დავ­რჩე­ბი… ღმერ­თმა ქნას, არ­ცერ­თმა ჩვენ­მა ახ­ლო­ბელ­მა, არა­ვინ ნა­ხოს, რაც ჩვენ ვნა­ხეთ… ვი­ლო­ცოთ, რომ ჩვენ ვი­ყოთ ბოლო… იმე­დი მქონ­და, ამას ერ­თად ვი­ტყო­დით, როცა გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი შევ­ხვდე­ბო­დით… ნა­თელ­ში იყა­ვი!”, – წერს მა­რი­ნე ბე­რი­ძე.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა