თეგებით ძიება

რატომ არის საშიში ცხვირიდან ბეწვების მოცილება

ადამიანის სხეულისთვის მისი ყველა ნაწილი აუცილებელ ფუნქციას ასრულებს და არასასურველი თმაც კი, რომლის მოცილებასაც ასე ვჩქარობთ, ჩვენი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამ შემთხვევაში, გიამბობთ, რატომ არის საშიში ცხვირის ნესტოებში არსებული, თითქმის შეუმჩნეველ ბეწვების მოცილება.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ისინი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ - ჩასუნთქულ ჰაერს მავნე პათოგენებისგან წმენდენ და უზრუნველყოფენ საჭირო ტენიანობას.

თანამედროვე მოდა სილამაზის წესებს გვკარნახობს, რომლის მიხედვით ზედმეტი თმა და ბეწვი ულამაზოდ გამოიყურება და მისი მოცილება აუცილებელია.

თმის არარსებობა კი იმას იწვევს, რომ საჭირო დაცვის არარსებობის გამო ბევრ ადამიანს ალერგია და სხვადასხვა რესპირატორული დაავადება უვითარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა