თეგებით ძიება

როგორ შევუნარჩუნოთ ტანსაცმელს პირველადი იერი

გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდებს, როგორ შეუნარჩუნოთ ტანსაცმელს ახლებური იერი.

წყალბადის ზეჟანგი – მათეთრებელი საშუალება

როგორ შევუნარჩუნოთ ტანსაცმელს პირველადი იერი


წყალბადის ზეჟანგი ათავისუფლებს აქტიურ ჟანგბადს, რომელიც ხელს უწყობს გათეთრების პროცესს. აუცილებლად გამოიყენეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი.
3 ჩ. კ. წყალბადის ზეჟანგი გააზავეთ 2 ლ წყალში. ჩაალბეთ თეთრი ნივთები 20 წუთით. ყოველ 5 წუთში გადაურიეთ, რათა ნივთები თანაბრად გათეთრდეს. შემდეგ გაავლეთ და გააშრეთ.
1 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი, 1 ს. კ. მარილი და 1 ჩ. კ. სოდა აურიეთ და მიღებული მასა დაიტანეთ სველ თეთრ სამოსზე, კონკრეტულად კი დაზიანებულ ადგილებზე, დააყოვნეთ 20 წუთი, შემდეგ გარეცხეთ.

აღადგინეთ ფერდაკარგული სამოსი მარილით



სარეცხ მანქანაში რეცხვისას დაუმატეთ 1/2 ჭიქა (150 გრ) მარილი. როცა ტანსაცმელს მანქანაში მოათავსებთ, ჩაყარეთ დაახლოებით 1/2 ჭიქა (150 გრ) მარილი ცილინდრში. ფერების აღდგენის გარდა, მას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს ახალი ტანსაცმლის ფერის დაკარგვას.
თუ გსურთ, შეგიძლიათ ყოველ გარეცხვაზე დაუმატოთ მარილი ტანსაცმელს.
რეგულარული სუფრის მარილი ან ულტრა წვრილმარცვლოვანი მარილი ამისთვის კარგად მუშაობს, მაგრამ მოერიდეთ უხეში მიწის მარილის გამოყენებას, რადგან იგი შეიძლება მთლიანად არ გაიხსნას სარეცხ მანქანაში.
მარილი ასევე ეფექტურია ლაქების მოსაშორებლადაც, განსაკუთრებით სისხლის, ოფლისა და ობის ლაქების.
საყოფაცხოვრებო მათეთრებელი (ნატრიუმის ჰიპოქლორიტი) ხშირად გამოიყენება, როგორც რეცხვის გამაძლიერებელი ან მათეთრებელი. თუმცა, მისმა ქიმიურმა შემადგენლობამ შეიძლება თეთრი ტანსაცმელი გააყვითლოს. სამოსის მალურჯებელი ძველი ხრიკია გაყვითლებული და გახუნებული თეთრი ტანსაცმლისთვის ფერის დასაბრუნებლად. მალურჯებელი ქსოვილს ძალიან მსუბუქ ლურჯ შეფერილობას მატებს, რითაც სამოსი უფრო თეთრად გამოიყურება.

მოაშორეთ ბუსუსები საყვარელ სვიტრს სამართებლის გამოყენებით



აიღეთ რამდენიმე პირიანი სამართებელი. ფრთხილად “გაპარსეთ” სვიტერი, რათა შემთხვევით არ გაჭრათ იგი.

გარეცხეთ სამოსი.
გაპარსეთ ის ადგილები, სადაც ბუსუსებია.
გამოიყენეთ ლენტის როლიკი ან წებოს ლენტი, გაპარსული ბუსუსების მოსაშორებლად.

შეკარით ტანსაცმლის ელვა და ღილები, სანამ მათ სარეცხ მანქანაში გარეცხავდეთ
გამოყავით რამდენიმე დამატებითი წუთი, შეკარით სამოსის ყველა ღილი და ელვა, სანამ ყველაფერს სარეცხი მანქანის ბარაბანში შეყრიდეთ. ეს ხელს შეუშლის ღილაკების მოწყვეტას ან მოშვებას და სხვადასხვა ტანსაცმლის ერთმანეთზე გადაბმას. თუ ასე არ მოიქცევით, იქნება რისკი, რომ დაზიანდეს თქვენი სამოსი ან თავად სარეცხი მანქანის მექანიზმი, მუშაობის დროს ღილების მოხვედრის გამო.

მოაშორეთ ოფლი ფეხსაცმელს სოდის გამოყენებით



ჩაყარეთ 1 ს.კ. სოდა თითოეულ ფეხსაცმელში. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ საკმარისი რაოდენობის სოდა, რათა ამოიღოთ მთელი სუნი ფეხსაცმლიდან. თუ დიდი ფეხსაცმელი გაქვთ, შეიძლება ერთ ჩაის კოვზზე მეტი საკვები სოდა დაგჭირდეთ.

გამოიყენეთ თმის დასასწორებელი უთო პერანგის საყელოს გასასწორებლად



თუ დაუთოების შემდეგაც კი თქვენი პერანგის საყელო არ გამოიყურება იდეალურად, თმის დასასწორებელი უთო გიშველით. ეს ასევე ძალიან კარგი ხრიკია, როდესაც გეჩქარებათ და არ გაქვთ დრო პერანგის საუთაო დაფაზე დასაუთოებლად. უბრალოდ ფრთხილად იყავით, რომ ქსოვილი არ დაწვათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა