თეგებით ძიება

სოფელ განძაში უაქციზო 22 კილოგრამი თუთუნი და 3120 ღერი სიგარეტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტოროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო 22 კილოგრამი თუთუნი და 3120 ღერი სიგარეტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა