თეგებით ძიება

როგორ ვებრძოლოთ კანის დაბერებას - კოსმეტოლოგ ქეთი მაჭავარიანის რჩევები

რა იწვევს კანის დაბერებას და როგორ ვებრძოლოთ მას? TIA.GE-ს კითხვებს ექიმი-კოსმეტოლოგი ქეთი მაჭავარიანი პასუხობს და მკითხველს პროფესიულ რჩევებს სთავაზობს.

- როდის იწყება კანის დაბერება და როგორ მივხვდეთ პირველი ნიშნების გამოვლენას?

კანის დაბერების პირველი ნიშნები დაახლოებით 20-25 წლიდან იწყება, მაშინ, როცა ჩვენს ორგანიზმში ხდება კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის სინთეზის, ასევე, სისხლის ცირკულაციის და მეტაბოლიზმის პროცესების შენელება.
თავდაპირველად ჩნდება თხელი ხაზები, ხოლო დროთა განმავლობაში ღრმავდება და ვითარდება ნაოჭები. ხდება სიმკვრივის, ელასტიურობის და მოცულობის დაკარგვა, ვითარდება ფტოზი.

კანზე ბევრი მავნე ფაქტორები მოქმედებს: როგორც გარეგანი (ეკოლოგია, ულტრაიისფერი გამოსხივება, ინსოლაცია), ასევე შინაგანი. მავნე ჩვევები, ნიკოტინი. ალკოჰოლი, სტრესი და სხვა. ზოგიერთი მათგანი შეუქცევადი პროცესია, ზოგიც კი შექცევადი.

დაბერების 4 ძირითადი და 1 დამატებითი ტიპი არსებობს: ესენია:
1. წვრილნაოჭოვანი ტიპი – რომელიც როგორც წესი, თხელი, მშრალი კანის შემთხვევაში გვხდება. მიდრეკილია სიწითლის და გაღიზიანებისკენ. ამ დროს კუნთის ტონუსი აქტიურად შენარჩუნებულია, შედეგად ვითარდება წვრილი მიმიკური ნაოჭები (ზედა შუა და ქვედა მესამედში).
2. დეფორმაციული ტიპი – ახასიათებს სახის ოვალის და კონტურების დეფორმაცია, ძირითადად ვხვდებით „სრულ" ქალბატონებში. ზედმეტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის ხარჯზე კანი მოდუნებული და მოშვებულია ქუთუთოები ჩამოწეული (დამძიმებული) კისერზე ჩნდება ნაკეცები და გამოხატულია ღაბაბი, თუმცა ასეთ კანზე შესაძლოა ნაკლებად შეგვხვდეს პიგმენტური ლაქები.კანის ფერი შენარჩუნებულია.
3. კუნთოვანი ტიპი – ძირითადად აზიური ტიპისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ დროს კარგადაა გამოხატული მიმიკური კუნთები, ხოლო კანქვეშა ცხიმოვანი შრე ნაკლებად. კანი უფრო თხელია.
4. დაღლილი ტიპი – უფრო ბუნებრივია. დამახასიათებელია ტონუსის დაქვეითება. გამოხატულია საცრემლე ღარი, ცხვირტუჩის ნაოჭი, ახასიათებს ტუჩის კუთხეების დაშვება და აღნიშნულ ზონებში ღრმა მიმიკური ნაოჭები.
5. და ბოლოს, ეს არის კომბინირებული ტიპი – ძირითადად ვხვდებით შერეულ ტიპებს– წვრილნაოჭოვან და დეფორმაციული ტიპის კომბინაციას, ან წვრილნაოჭოვანს და დაღლილ ტიპს. შუა და ქვედა მესამედში რბილი ქსოვილები ეშვება, ხოლო ზედა მესამედში იკვეთება წვრილი მიმიკური ნაოჭები.

- როგორ მოვუაროთ კანს და როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი რაც შეიძლება დიდხანს?

- კანის მოვლის ბევრი პროცედურა არსებობს, კანის ტიპების და დაბერების მიხედვით. როგორიცაა თერაპიული, აპარატურული და ინიექციური პროცედურები. ასევე, ინვაზიური და არაინვაზიური. დამოკიდებულია პაციენტზე, მისი კანის მდგომარეობაზე და ფსიქოტიპზე.

არსებობენ პაციენტები რომლებიც უარს ამბობენ ინიექციურ პროცედურებზე, ან უბრალოდ ჯერ არ არიან მზად. ამისთვის არსებობს კანის გაახალგაზრდავების ალტერნატიული მეთოდები, რომელიც არანაკლებად ეფექტურია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

ასეთ პროცედურებს მიეკუთვნება პილინგები, როგორც ქიმიური ასევე აპარატურული. სახის კანის სპა მოვლები სახის ლპჯ, ერეფ ლიფტინგი, არაინიექციური მეზო თერაპია და ბევრი სხვა თერაპიული და აპარატურული პროცედურები.

თითოეული მათგანი მიმართული არის კანის გაახალგაზრდავებისაკენ გააქტიუროს ფიბრობლასტები და მოახდინოს კოლაგენის ელასტინის და ჰიალურონის მჟავას სინთეზი.

ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინა, კანის ტიპის შესაბამისი პროფესიული ხაზებით.

TIA.GE-ს მკითხველისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს - თუ გაქვთ კითხვები სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებით, მოგვწერეთ და ექიმი მაქსიმალურ და კომპეტენტურ ინფორმაციას მოგაწვდით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა